• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ისპანახის სალათა აშმელოთი

“ამასობაში ბევრი პროფესია დამიგროვდა, ვარ კომუნიკაციის სპეციალისტი, ივენთ მენეჯერი, ბლოგერი და აგროსტოპის იდეის ავტორი და წამყვანი, რომელიც მოგზაურებს აცნობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ აგროტურისტულ ობიეტებს და გასტრონომიას.  ამ პროექტის გაკეთების იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც  ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აგროტურიზმში ჩართული  ადამიანები გავიცანი და  გადავწყვიტე  მათ შესახებ არამარტო ჩვენს თანამოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ მოგზაურებს  გაეგოთ და ასე, ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დავიწყე მოგზაურობა და ამ ადამიანებზე ამბის თხრობა. როცა შემხებლობა გაქვს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოსთან, წარმოუდგენელია მერე ეს შენს სამზარეულოშიც არ გაიმეორო, ან შენეული ვერსია არ შექმნა. ჰოდა ასე დავუმეგობრდი სამზარეულოსაც. ვერ ვიტყოდი, რომ კარგი მზარეული ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ პროდუქტებისგან, რომელიც ქართველ ფერმერებს მოჰყავთ,  შევქმნა ჩემს გემოვნებაზე მორგებული კერძი. ბოლო რამდენიმე წელია ძირითადად ბოსტნეულით და რძის პროდუქტით ვიკვებები. შესაბამისად,  თუ ასეთი დღე არის და სახლში ვარ, სულ ვცდილობ მოვამზადო ისეთი კერძი, რომელიც ბევრ ვიტამინს შეიცავს, განსხვავებული გემო აქვს და თან ქართულია.” - ნათია მსხილაძე 
 

ისპანახის სალათა აშმელოთი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ნათია მსხილაძე

რეცეპტის ავტორი

ნათია მსხილაძე

ისპანახის სალათა აშმელოთი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ისპანახი

150 გრამი

ნიგოზი

50 გრამი

ლიმონი

0.5 ცალი

ყველი აშმელო (მარლეტას ფერმა)

75 გრამი

ბალზამიკო

0.5 ჩაის კოვზი

მარილი

0.5 მწიკვი

ზეითუნის ზეთი

0.5 სუფრის კოვზი

ჭარხალი

1.5 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 C-ზე. გადაახვიეთ თითოეული ჭარხალი ალუმინის ფოლგაში და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე 50 - 60 წუთი. სანამ ჭარხალი იწვება, მოხალეთ ნიგოზი დაბალ ცეცხლზე.

საფეხური

droplet

2

chef
კარგად გარეცხილი და გამშრალი ისპანახი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და გააჩერეთ 10 წუთი. კარგად უნდა გაუჯდეს ლიმონი, მარილი და ზეითუნის ზეთი.

საფეხური

droplet

3

chef
გააგრილეთ გამომცხვარი ჭარხალი, დაჭერით კუბიკებად და მოაყარეთ ისპანახის ფურცლებს. ადამიანის რაციონში შეუცვლელი პროდუქტია. ჭარხლის კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები არც ერთ სხვა პროდუქტში არ გვხვდება. ამას ემატება დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების არსებობა, რომლებიც არ იშლება კულინარიული დამუშავების შემდეგაც კი. აქედან გამომდინარე, მოხარშული ჭარხალიც ისევე სასარგებლოა, როგორც უმი. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში და ნაბახუსევის სინდრომის გადალახვაში. ჰოდა, ჩვენს დაჩქარებულ მუშაობის და ცხოვრების რეჟიმს თუ გავითვალისწინებთ, წარმოუდგენელია ამ პროდუქტის გარეშე ყოფილიყო ეს სალათი.

საფეხური

droplet

4

chef
საჭმელსა და ადამიანს შორის არ უნდა არსებობდეს შუამავალი. ხელით შემხებლობა საკვებთან მნიშვნელოვანია, რადგან თავის გემოვნურ თვისებებს სძენს კერძს. ამიტომ მოხალული ნიგოზი მოათავსეთ ხელებს შორის, ხელის გულებით დაფშვენით და ისე მოაყარეთ ისპანახსა და ჭარხალს.

საფეხური

droplet

5

chef
ბოლო საფეხური არის ყველი აშმელო, რომელიც არ უნდა დაჭრათ უნდა დატეხოთ ხელით და ისე განათავსეთ სალათზე და ბოლოს მოასხით ბალზამიკო. როცა ჩემს მეგობრებს გავასინჯე ეს სალათი, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფრანგული დაობებული ყველი მქონდა გამოყენებული. სინამდვილეში ამ სალათის მომზადებისას მხოლოდ მარლეტას ფერმის აშმელოს ვიყენებ, რომელიც ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიითა დამზადებული კახეთში, არქიტექტორისა და მხატვარი ადამიანების მიერ.

სერვირება

droplet

6

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone