Search
Or
კენკრის სალათი გაწურული მაწვნის სოუსით
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
0-200 Kcal

“პროფესიით ვარ ფარმაცევტი, თუმცა სულ რაღაც 6 წლის წინ ჩემი თავი აღმოვაჩინე კულინარიაში და დღეს ვიცი, რომ ამის გარდა არაფრის კეთება არ მინდა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მაინტერესებს და მიყვარს. ბედნიერი ვარ რომ მოვხვდი ამ გუნდში, “იასამანი” არის ის სივრცე სადაც ყოველ დილით მოვდივარ დიდი სიხარულით და არ აღვიქვამ ამას როგორც რუტინულ სამუშაოს.
კერძის იდეა ეკუთვნის ნინი სტურუას, მასთან ერთად ვიმუშავე ამ კერძზე, დეტალები ერთად შევძინეთ და გამოვიდა ძალიან საინტერესო სეზონური სალათი, თავდაპირველად ვფიქრობდით რომ უნდა ყოფილიყო ვეგეტარიანელი სტუმრებისთვის, თუმცა ყველას ძალიან მოსწონს და გემრიელად მიირთმევს.” - მარიამ ფაჩულია, “იასამანი”
 

ingredients
100 100 გრ. სალათის ფოთლები
100 100 გრ. მწვანე ვაშლი
2 2 კაკალი კაკლის მურაბიდან
40 40 გრ. ნიგოზი
70 70 გრ. ჟოლო
20 20 გრ. მაყვალი
50 50 გრ. გაწურული მაწონი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
step 1
სოუსის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ მაწონი და 20 გრამი ჟოლო.
step 2
ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ სალათის ფოთლები, მარილი, პილპილი და სოუსი, მოურიეთ.
step 3
გადაიტანეთ თეფშზე და დაალაგეთ დანარჩენი ინგრედიენტები - ნიგოზი, 50 გ ჟოლო, მაყვალი, დაჭრილი კაკლის მურაბა.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!