• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ფუნჩოზა ქათმით და ბოსტნეულით

“პროფესიით ვარ ექიმი (ოფთალმოქირურგი). გარდა იმისა რომ ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე, ადამიანების დახმარებაზე, ასევე უზომოდ მიყვარს კულინარია, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კულინარიული მინი ბლოგის გაკეთება ინსტაგრამზე - Mariams_cookart, სადაც პერიოდულად ვუზიარებ გამომწერებს რეცეპტებს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე განტვირთვისთვის და დასვენებისთვის ცოტა დრო მაქვს, ამიტომ სასარგებლო/სასიამოვნოს შევუთავსე. სამზარეულოში ყოფნა ჩემთვის დასვენებას უდრის, ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ როდესაც ჩემი მომზადებული კერძი/დესერტი მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ კომპლიმენტებით. Სამომავლოდ Ძალიან მინდა განვვითარდე და უკეთ შევისწავლო კულინარია.” - Მარიამ ხარაიშვილი, 28 წლის
 

ფუნჩოზა ქათმით და ბოსტნეულით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

მარიამ ხარაიშვილი

რეცეპტის ავტორი

მარიამ ხარაიშვილი

ფუნჩოზა ქათმით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ფუნჩოზა (ე.Წ. Შუშის ვერმიშელი)

125 გრამი

ქათმის ფილე

250 გრამი

წითელი ბულგარული წიწაკა

1 ცალი

მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ცალი

ცხარე წიწაკა

1 /4 ცალი

სტაფილო

0.5 ცალი

პატარა ხახვი

0.5 ცალი

Ნიორი

1 კბილი

Სოისოს სოუსი

75 მილილიტრი

ლიმონის წვენი

0.5 სუფრის კოვზი

თაფლი

0.5 ჩაის კოვზი

სეზამის ზეთი

0.5 სუფრის კოვზი

კოჭა

0.5 ჩაის კოვზი

პაპრიკა

1 სუფრის კოვზი

დაღერღილი წითელი წიწაკა

0.5 მწიკვი

Სეზამის მარცვლები

1 სუფრის კოვზი

Მწვანე ხახვი

5 გრამი

Მარილი

0.5 მწიკვი

Მცენარეული ზეთი

5 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

თავდაპირველად მოამზადეთ მარინადი - 50 გ სოუსი, 1/2 ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ Პაპრიკა აურიეთ. დაამარინადეთ ფილე და დატოვეთ რამდენიმე საათით. შემდეგ დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად და შეწვით ზეთში, მაღალ ცეცხლზე.

საფეხური

droplet

2

chef
შემწვარი ფილე გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ბოსტნეული (ბულგარული, სტაფილო, ხახვი) დაჭერით იგივე პრინციპით, როგორც ფილე, წვრილ, მოგრძო ნაჭრებად. კოჭა, ნიორი დაჭერით წვრილად.

საფეხური

droplet

3

chef
ბოსტნეული მოათავსეთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე და შეწვით ისე, რომ არ დარბილდეს ზედმეტად, შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ უკვე მომზადებული ფილე და დაასხით სოუსი, რომელსაც მოამზადებთ შემდეგნაირად: 100 მლ სოიოს სოუსი, თაფლი, 1/2 ლიმონის წვენი, სეზამის ზეთი, 1 ჩ.კ Პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა, (Მარილი თქვენი სურვილით) აურიეთ, პარალელურად ვერმიშელს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 5-7 წუთი.

საფეხური

droplet

4

chef
გადაწურეთ ვერმიშელი და დაუმატეთ ბოსტნეულს და ფილეს, კარგად ამოურიეთ რომ გადანაწილდეს სოუსი.

სერვირება

droplet

5

chef
სერვირების დროს გამოიყენეთ მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone