ფრანგული სტაფილოს კექსი ყველის კრემით და ამოყვანილი ვანილის განაშით
“მე ვარ ნინიკო და ჩემი ბავშვობის ოცნება მხოლოდ კულინარიასთან იყო კავშირში. კულინარიით ჩემი გატაცება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. 4 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პატარა წინსაფარი შემიკერა. იმ წინსაფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას მერე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს.
ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევამაც კი საოცარად დამაინტერესა, მაშინ პროდუქტებს ვხატავდი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს.
ყველაზე მეტად მიყვარს კერძის მომზადების პროცესი, რომელსაც თან ახლავს ძალიან საინტერესო - მოლოდინის ფაზა. როდესაც იცი, რომ ახლა გამზადდება რაღაც ძალიან გემრიელი. ბედნიერებაა როდესაც შეგიძლია შენი გემრიელი კერძით დააპურო საყვარელი ადამიანები. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ვმუშაობ ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში, სპონსორშიპის პროექტის მენეჯერად. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ალტერნატიული ზრუნვის მიწოდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის. მთელი გულით მიყვარს ეს საქმე და მიხარია, რომ კეთილ საქმეს ვემსახურები. მახარებს ის, რომ მალე ჩვენს აღსაზრდელებს შევასწავლი კერძების მომზადებას.
უი, კოვიდ -19 პანდემია არ გამომრჩეს. პანდემიის დროს მოვხვდი მასტერშეფის გრანდიოზულ პროექტში. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ამ გზას ბოლომდე უნდა გავყოლოდი, მეტი მესწავლა. დღეს კი თქვენ ჩემ მიერ მომზადებულ ფრანგულ კექსს გიზიარებთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ!
თქვენი ნინიკო”

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი