• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

გოგრა ტკბილი ფლავით

“ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მჭირდება”… ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ფიქრებისგან ბოლომდე გავთავისუფლდი და იმ საქმის კეთება დავიწყე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. მას შემდეგ არც ერთი დღე არ გავჩერებულვარ. იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ ჩემთვის ყველა დაბადების დღე ჩვეულებრივი საბაბი ხდებოდა იმისა, რომ რაღაც შემექმნა. ყოველდღიური შრომა, სწავლა და განვითარება, მონდომება და სურვილი, განუწყვეტელ რეჟიმში ოცნება იმაზე, რომ "ლაიმი" გახდებოდა ადგილი, სადაც სპეციალურად საყვარელი გემოსთვის მოვიდოდნენ ადამიანები, ამიხდა. წარმოიდგინეთ რა მაგარია, როცა ქმნი გემოს, რომელიც ადამიანებს უყვარდებათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უდიდეს მოტივაციას მაძლევს და უამრავი ახალი იდეით ვივსები.” - ქრისტინე ბუბუნაშვილი
 

გოგრა ტკბილი ფლავით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ქრისტინე  ბუბუნაშვილი

რეცეპტის ავტორი

ქრისტინე ბუბუნაშვილი

გოგრა ტკბილი ფლავით

ინგრედიენტები

მოზრდილი გოგრა

1 ცალი

ბრინჯი (ბასმათი)

600 გრამი

შაქარი

200 გრამი

კარაქი

100 გრამი

გარგრის ჩირი

200 გრამი

ქლიავის ჩირი

100 გრამი

ქიშმიში

200 გრამი

თხილი კეშიუ

50 გრამი

ფისტა

50 გრამი

ვანილი

1 /2 ჩაის კოვზი

მარილი

1 /2 ჩაის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

გოგრას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთავოთ. მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი, ჩავდოთ საწური და დავადოთ ამოტრიალებული გასუფთავებული გოგრა თავისივე თავსახურით, დავაყოვნოთ ორთქლის აბაზანაზე 20-30 წუთს ან სანამ ოდნავ არ შერბილდება. გადმოვიღოთ და გავაცივოთ.

საფეხური

droplet

2

chef
მოვამზადოთ ბრინჯი - ავადუღოთ 1,5 ლიტრი წყალი, ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 600 გ გარეცხილი ბრინჯი. დავახუროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 15 წთ, გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ვიცი წყალი.

საფეხური

droplet

3

chef
ცხელ ტაფაზე გავადნოთ 100 გ კარაქი და ჩავაყაროთ შუაზე გაჭრილი გაგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ქიშმიში, კეშიუ, ფისტა. მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთი. დავაყაროთ შაქარი, ვანილი, მარილი და ბოლოს მოხარშული ბრინჯი.

საფეხური

droplet

4

chef
აწყობა - წინასწარ მომზადებულ გოგრაში, რომელიც უკვე გაგრილდა, ჩავყაროთ შენელებული ბრინჯი, კარგად გავავსოთ, დავახუროთ თავზე თავისივე თავსახური და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 150 გრადუსზე 30-40 წუთით.

სერვირება

droplet

5

chef
გამოვიღოთ და მივირთვათ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone