დარიჩინის ხვეულები კენკრით
“სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მალევე გავემგზავრე ლონდონში, სენტ მარტინის კოლეჯში. სწავლის პერიოდში გავდიოდი სტაჟირებას ბრენდ TATA-NAKA-ში. ლონდონიდან ჩამოსვლის შემდგომ თბილისში დაარსდა ქართული მოდის კვირეული, სადაც მივიღე მონაწილეობა ჩემი ახალშექმნილი ბრენდით ATELIER INFORMAL, რომელიც დავაარსე მეგობართან ერთად 2007 წელს. 2012 წელს ატელიე ინფორმალი დაიშალა, მაგრამ მე გავაგრძელე ინფორმალის ხაზი და ვაწარმოებ ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ხაზს. ამავე წელს დავაარსე ბრენდი ელოში ELOSHI. ამჟამად მაქვს ონლაინ მაღაზია www.eloshi.ge და სახელოსნო. ბრენდით “ელოში” იმოსება არაერთი ცნობილი მსახიობი, მოდელი თუ მომღერალი როგორიცაა ჯიჯი ჰადიდი, პრიანკა ჩოპრა, კეიტი პერი…
პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას გამომიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო და კულინარიისთვისაც მოვიცალე. დარიჩინის ხვეულები ჩემი ოჯახის საყვარელი დესერტია, ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა ვარიაციით” - ლელა ელოშვილი, დიზაინერი

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი