• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

კროკამბუში

“ცხოვრებაში ორი ვნება მაქვს - მოგზაურობა და კულინარია. 1 წლის წინ გადავწყვიტე პროფესიულად შემესწავლა საკონდიტრო ხელოვნება, ეს იყო კულინარიული თავგადასავლებით სავსე წელიწადი. 
ძალიან კარგი შეგრძნებაა აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და რისი კეთებაც კარგად გამოგდის, იყო იქ სადაც შენი ადგილია.
საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და როცა საქმე ეხება დესერტს, ვცდილობ სრულყოფილებამდე მივიყვანო ის. 
ზოგადად დესერტი ჩემთვის პატარა დღესასწაულია და რა არის ცხოვრება დღესასწაულების გარეშე?” - ნინო ზანთარაია
 

კროკამბუში

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ნინო ზანთარია

რეცეპტის ავტორი

ნინო ზანთარია

კროკამბუში

ინგრედიენტები

ფქვილი

400 გრამი

შაქარი

340 გრამი

კარაქი

200 გრამი

კვერცხი

11 ცალი

რძე

1 ლიტრი

სიმინდის სახამებელი

60 გრამი

ფსტის პასტა

30 გრამი

ფსტის ფქვილი

50 გრამი

მარილი

5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კრაკელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 100 გ ფქვილი, 100 გ შაქარი (ყავისფერი ან ლერწმის), 100 გ ცივი კარაქი, საკვები საღებავი (სურვილისამებრ). ჯამში გავაერთიანოთ ფქვილი, საღებავი და შაქრი, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და სწრაფად გადავზილოთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე, მოვათავსოთ ორ პერგამენტს შორის და გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე. შევინახოთ საყინულეში.

საფეხური

droplet

2

chef
გამოყენების წინ ამოვჭრათ პატარა რგოლები და ფრთხილად მოვათავსოთ შუს თავზე.

საფეხური

droplet

3

chef
შუს ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: რძე 500 მლ, კარაქი 100 გ, ფქვილი 300 გ, შაქარი 5-10 გ, მარილი მწიკვი, კვერცხი 8 ცალი. ქვაბში ჩავასხათ რძე, კუბებად დაჭრილი კარაქი, მარილი და შაქარი, ადუღებისას კარგად მოვურიოთ რათა კარაქი დადნეს, შემდეგ მოვხსნათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ ფქვილი ერთჯერად, ამოვურიოთ წრიულად, დავაბრუნოთ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, მოვშუშოთ ცომი 5-8 წუთი. შემდგომ გადმოვიტანოთ ცომი თასში და დავამატოთ კვერცხი (თითო თითო) სწრაფი თქვეფით, შესაძლოა ცომმა შეიზილოს 6-8 კვერცხამდე. მოვათავსოთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათი ან 1 ღამით.

საფეხური

droplet

4

chef
გამოცხობის რეჟიმი: გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსამდე ვაცხოთ 10 წუთი, შემდგომ ტემპერატურა ჩამოვიყვანოთ 170 გრადუსამდე და ვაცხოთ 20 წუთი, სანამ შუ ოქროსფერს არ მიიღებს. საკონდიტრო კრემისთვის დაგჭირდებათ: რძე 500 მლ, კვერცხის გული 3, შაქარი 150 გ, სიმინდის სახამებელი 60 გ. დანამატი: ფსტის პასტა 30 გ, ფსტის ფქვილი 50 გ. გავაერთიანოთ კვერცხის გული შაქარი და სახამებელი და კარგად ავთქვიფოთ. ავადუღოთ რძე, დავასხათ კვერცხის მასას ადუღებული რძე და მოვურიოთ, შემდგომ დავაბრუნოთ ქვაბში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე უწყვეტი მორევით 3-4 წუთის განმავლობაში. კრემი გადმოვიტანოთ გრინზე (საკვების შესაფუთ ცელოფნზე) და შევფუთოთ, მოვათავსოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათით. გამოყენების წინ ავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ ფსტის პასტა და ფსტის ფქვილი. ავთქვიფოთ ნაღები (ნაღები და ჯამიც უნდა იყოს ცივი) გავაერთიანოთ მოხარშული კრემი და ათქვეფილი ნაღები.

საფეხური

droplet

5

chef
კროკამბუშის ასაწყობად აიღეთ სქელი ქაღალდი, დახაზეთ მეოთხედი წრე ფურცელზე, რომლის რადიუსია 30 სმ, ამოჭერით და სწორი 2 მხარე დაამაგრეთ წებოვანი ლენტით. კონუსს თავი მოაჭერით დაახლოებით 2 სანტიმეტრზე (ბოლო ნამცხვრის ჩასმას გაგიადვილებთ). შემოახვიეთ კონუსს ფოლგა ან გრინი.

საფეხური

droplet

6

chef
სიროპის მოსამზადებლად მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში 80 გრამი შაქარი და 20 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და მოხარშეთ სიროპი მანამ, სანამ ცივ წყალში წვეთის ჩაგდებისას არ მიიღებთ მყარ ბურთულას. დაკრემილი შუს ძირი ფრთხილად ამოავლეთ სიროპში და დაამაგრეთ წინასწარ მომზადებულ კონუსზე, დამაგრება დაიწყეთ ქვევიდან. კარამელთან უნდა იმუშაოთ სწრაფად, მალევე მაგრდება, აწყობისთვის შესაძლოა 2 ულუფა კარამელის დამზადება დაგჭირდეთ.

სერვირება

droplet

7

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone