Search
Or
ლეღვის გალეტი
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

“სულ ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც გემრიელ საჭმელს აკეთებს, შეუძლებელია გონებით ცუდ ფიქრებს ატარებდეს. პირდაპირ გადადის განწყობა რასაც არ უნდა შეეხო. მზადების პროცესი იმდენად სასიამოვნო და კოსმიური ენერგიებით 
დატვირთულია, რომ როდესაც დასრულებულ კერძს ვუყურებ, ბავშვივით მიხარია და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დიდი სამზარეულოსკენ. 
კულინარია, თუ ძალიან არ გიყვარს და მუდმივად არ ჩქარობ ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლას, ჩამორჩები სიახლეებს და გამოიფიტები. ეს საქმე მუდმივი ვარჯიშია. მედიტაცია, სიამოვნება და რაც მთავარია ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რომლის გარეშეც არსად არაფერი გამოდის. 
ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ისე როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, იქ ვარ სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. დასაბამიდან დღემდე. ნელ-ნელა ყველაზე დიდი შიშები უკან მოვიტოვე და ახლა საოცარ სიმტკიცეს და მოტივაციას ვგრძნობ. ძალიან მინდა სამომავლოდ ძლიერი და საინტესო იდეების ირგვლივ ბევრი ქართველი კულინარი გავერთიანდეთ და ჩვენი სამზარეულო მსოფლიო ბაზარზე გახდეს მეტად დახვეწილი, თანამედროვე და წარმატებული, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვაქვს.” -  ქეთო ბექაური, მზარეული.
 

ingredients
213 213 გრ. ფქვილი
142 142 გრ. კარაქი (გაყინული)
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ცალი კვერცხი
2 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
5 5 ცალი ლეღვი
10 10 მლ. ნაღები
40 40 გრ. თხის კრემყველი
40 40 გრ. ყავისფერი შაქარი
10 10 გრ. დარიჩინი
10 10 გრ. თაფლი
step 1
მოამზადე გალეტის ცომი - კარაქი დაჭერი წვრილ კუბებად. ჯამში ერთმანეთს შეურიე ფქვილი, მარილი და კარაქი. თითებით დაამუშავე კარაქი ფქვილთან ერთად ისე, რომ მასა გაფხვიერდეს.
step 2
შემდეგ ჩაუშვი კვერცხი და შეკარი ცომი. თუ ფიქრობ რომ ცომი იშლება, დაუმატე 2-3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გადმოიტანე ზედაპირზე მოსაზელად. დიდხანს არ ზილო კარაქი რომ არ გადნეს და შედგი მაცივარში 10-15 წუთი.
step 3
გალეტის შიგთავსისთვის ლეღვი დაჭერი თხელ რგოლებად. დარიჩინი და შაქარი აურიე ერთმანეთში და ძალიან ფრთხილად მოაყარე ლეღვებს თავზე. თხის ყველის კრემის მოსამზადებლად თხის ყველი და ნაღები კარგად აურიე ერთმანეთში ისე, რომ ჰაეროვანი მასა გახდეს.
step 4
გალეტის აწყობა და სერვირება. ღუმელი გაახურე 200 გრადუსზე. ცომი გამოიღე მაცივრიდან და გაყავი 6 ნაწილად. თითო ბურთულა გააბრტყელე 2-3 მმ სისქეზე. გვერდები აუცილებელი არ არის იდეალური ფორმის იყოს. შუაში დაახლოებით ეტევა 5-6 ნაჭერი ლეღვი. ისე დააწყვე, რომ კუთხეებში დარჩეს ადგილი გადმოსაკეცად. გადმოკეცე გვერდები, ნაპირებს ფუნჯით წაუსვი ცოტა წყალი და ცომი ირგვლივ მორთე შაქრის გრანულებით.
step 5
გალეტები გადაიტანე საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვე ღუმელში სანამ ცომი არ გაოქროსფერდება და ლეღვიც გამოცხვება. დაახლოებით 30-35 წუთი. გამომცხვარი გალეტები ოდნავ შაგრილე, შუაში მოათავსე თხის ყველის კრემი და მოასხი თაფლი გასაფორმებლად.

How To Serve

გემრიელად მიირთვი!