• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შოკოლადის ხინკალი

ცნობილი იტალიელი შეფი ენცო ნერი შეუერთდა “Mercure Tbilisi Old Town”- ის გუნდს 2020 წლის მარტიდან - “კულინარიულ ინდუსტრიაში 19 წელია ვმუშაობ, ამ სფეროში სხვადასხვა დროს მეკავა მოწინავე პოზიციები, როგორც შეფ-მზარეულს, კონსულტანტსა და მენეჯერს.

კულინარია, მომზადება, გამასპინძლება, გაზიარება, ექსპერიმენტები ჩემი ვნებაა. ეს ისაა, რაც სტიმულს მაძლევს ვიყო საუკეთესო შეფი და ლიდერი, ასევე შთავაგონო ადამიანები ჩემ გარშემო.
შთაგონებას ბევრი რამ მაძლევს - კულტურა, მუსიკა, ისტორია, ხელოვნება, ყოველდღიურობა და თავად ადამიანები.

კერძის მომზადება სკულპტურის ან ნახატის შექმნასავითაა, შენ თამაშობ ფერებით, ფორმებით და ამავე დროს უმატებ გემოებს. როდესაც ხინკლის ექსპერიმენტს ვაკეთებდი, თავდაპირველად შევისწავლე ხინკლის ტრადიციული რეცეპტი და გადავწყვიტე მისი ტკბილი ვერსიის მომზადება. გამოვიყენე ადგილობრივი პროდუქტი - ნადუღი და ნიგოზი. ცომში დავამატე კაკაო.
რადგან შოკოლადის ხინკალს წვენი არ აქვს, მისი სერვირება ინგლისური კრემის თანხლებითაა რეკომენდებული, რომელსაც მსუბუქი ციტრუსის არომატი აქვს”
 

შოკოლადის ხინკალი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ენცო ნერი

რეცეპტის ავტორი

ენცო ნერი

შოკოლადის ხინკალი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ფქვილი

110 გრამი

კაკაო

16 გრამი

კვერცხი

1 ცალი

თბილი წყალი

70 მილილიტრი

ნადუღი

100 გრამი

ნადუღი

20 მილილიტრი

შაქრის პუდრი

16 გრამი

ქიშმიში

0.2 ჩაის კოვზი

შავი შოკოლადი

24 გრამი

ფორთოხლის ცუკატები

0.2 ცალი

ნიგოზი

16 გრამი

შაქარი

27 გრამი

კვერცხის გული

1 ცალი

რძე

100 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მოსამზადებლად მოათავსეთ ფქვილი და კაკაო ჯამში, აურიეთ და გაუკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით კვერცხი და წყალი. მოურიეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად. კარგად დაამუშავეთ თითოეული ნაწილი, სანამ არ მიიღებთ მყარ, ელასტიკურ ცომს.

საფეხური

droplet

2

chef
გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომის საბრტყელებლის დახმარებით. ამოჭერით დაახლოებით 6 სმ დიამეტრის რგოლები და კიდევ გააბრტყელეთ. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ დაახლოებით 20 ცალი ხინკალი.

საფეხური

droplet

3

chef
გულსართის მოსამზადებლად ჯამში აურიეთ ნადუღი, ნაღები, შაქრის პუდრი, ქიშმიში, შოკოლადის მარცვლები, დაჭრილი ნიგოზი და ფორთოხლის ცუკატები. გაბრტყელებულ ცომზე მოათავსეთ 1 სავსე ჩაის კოვზი გულსართი, მოუკარით კიდეები და მოახვიეთ როგორც ხინკალი. მოხარშეთ 3 - 4 წუთი ადუღებულ, მარილიან წყალში.

საფეხური

droplet

4

chef
ინგლისური კრემის მოსამზადებლად ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხის გული და 135 გ შაქარი. პარალელურად ქვაბით აადუღეთ რძე ფორთოხლის და ლიმონის კანთან ერთად. ამოიღეთ ციტრუსის კანი. ადუღებული რძე დაასხით კვერცხიან მასას, კარგად აურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში მოსახარშად. ურიეთ განუწყვეტლივ, მიიყვანეთ ადუღებამდე ან 85 გრადუსამდე. მიღებული კრემი გადაიტანეთ სუფთა ჯამში და გააგრილეთ.

სერვირება

droplet

5

chef
ჯამის ⅓ შეავსეთ კრემით, ჩააწყვეთ ხინკალი, მორთეთ პიტნის ფოთლებით და ფორთოხლის ცუკატებით, მოაყარეთ შაქრის პუდრი სურვილისამებრ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone