Search
ან
ქოქოსის ბრინჯი მობრაწული კრევეტებით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

"35 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე, მივატოვე კომფორტული ოფისის კედლები და კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. კარიერის თავიდან დაწყება ამ ასაკში რთული აღმოჩნდა, ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ორი წელია ვმუშაობ დღეში 12 საათი, დასვენების დღეების გარეშე, მუდმივად ვსწავლობ, სიზმარშიც კი რეცეპტებს ვხედავ. კულინარიამ მაპოვნინა ჩემი ადგილი დედამიწაზე, მაძლევს საშუალებას დავამყარო კავშირები დროსთან, ხან ძველ რეცეპტებს ვეძებ, ხან ახალზე ვფიქრობ, ან ამ ორს ერთმანეთთან ვაკავშირებ, სახალისო და ემოციური სფეროა, თან ხელოვნებაა, თან ბიზნესი. თითქოს მთელი სამყარო ჩართულია შექმნაში, შემდეგ კერძი ადამიანთან მიდის და მადლიერება გვიბრუნდება. საოცარი პროფესიაა, რომელიც მაბედნიერებს და მიუხედავად სირთულეების, ჭრილობების  და დამწვრობებისა, არასოდეს ვინანებ, რომ მზარეული ვარ” - თინა ვაშაკიძე
 

ინგრედიენტები
3 3 ცალი კრევეტი
100 100 გრ. ბრინჯი ბასმატი
60 60 გრ. ქოქოსი გახეხილი
30 30 გრ. არაქისი
15 15 გრ. ქინძი
5 5 გრ. ომბალო
2 2 კბილი ნიორი
15 15 გრ. წითელი ცხარე წიწაკა
3 3 გრ. სეზამის ზეთი
10 10 გრ. ზეთი
3 3 გრ. მარილი
10 10 გრ. კარაქი
20 20 გრ. ლიმონი
3 3 გრ. ძმარი
საფეხური 1
ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით 200 გ. წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დააფარეთ და ხარშეთ 10 წუთი. გადაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ.
საფეხური 2
მაღალ ცეცხლზე ტაფაზე ზეთში მობრაწეთ წიწაკა, შემდეგ დაამატეთ 1 კბილი თხელ რგოლებად დაჭრილი ნიორი. ნიორი რომ შეფერადდება დააყარეთ არაქისი და ცოტა სეზამის ზეთი, დაამატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ქოქოსი. მუდმივად ურიეთ, შემწვარი ქოქოსის სუნს რომ იგრძნობთ დააყარეთ წვრილად დაკეპილი ქინძი და გადაწურული მოხარშული ბრინჯი, რამდენიმე წვეთი ძმარი, მარილი და ახლად დაფქული პილპილი.
საფეხური 3
გაასუფთავეთ კრევეტი, მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში ნახევარი წუთი თითო მხრიდან, ბოლოს დაამატეთ ტაფაში კარაქი და 1 კბილი გახეხილი ნიორი.

სერვირება

მოათავსეთ ბრინჯი ღრმა თეფშზე, ზემოდან დააწყვეთ მობრაწული კრევეტები, მოაყარეთ ცოტა ომბალო და მოასხით ლიმონის წვენი.