Search
Or
გოგრის ბრაუნი
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

მე ვარ ანა ტიკარაძე, ნამუს დამფუძნებელი. კულინარია ვისწავლე ამერიკის საუკეთესო სკოლაში, ასევე, გავიარე პრაქტიკა ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში და ინდონეზიაში. პარალელურად, 2019 წელს გავხდი ფსიქოლოგიის დოქტორი და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ავამაღლო ცნობადობა ჯანსაღი კვების შესახებ და მის როლზე ბედნიერებაში.
 

ingredients
100 100 გრ. შვრიის ფანტელი
25 25 გრ. კაკაოს ფხვნილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი სოდა
200 200 გრ. გოგრა
125 125 გრ. თბილი წყალი
150 150 გრ. ფინიკის პასტა
1 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
45 45 გრ. ქოქოსის ზეთი
1/2 1/2 სუფრის კოვზი კაკაო
1 1 სუფრის კოვზი ტაჰინი
1 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
1/2 1/2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი
step 1
შვრიის ფქვილის მოსამზადებლად შეგიძლიათ ფანტელი დაფქვათ ბლენდერში. ჯამში აურიეთ შვრიის ფქვილი, 25 გ კაკაოს ფხვნილი (სასურველია ნედლი კაკაო), მარილი და სოდა + რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ძმარი სოდის გასააქტიურებლად.
step 2
სველი ინგრედიენტები დაატრიალეთ ფუდ პროცესორში - კუბებად დაჭრილი გოგრა, წყალი, ფინიკის პასტა, ვანილის ექსტრაქტი და ქოქოსის ზეთი. ფინიკის პასტის მოსამზადებლად ფინიკი ჩაალბეთ ცხელ წყალში და ცოტაოდენ წყალთან ერთად დააბლენდერეთ.
step 3
ჯამში შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები, მიღებული მასა გაანაწილეთ სილიკონის მაფინის ფორმებში, საკმარისია 9 მაფინისთვის. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში.
step 4
მინანქრისთვის ჯამში აურიეთ 1/2 სუფრის კოვზი კაკაო, 1 სუფრის კოვზი ტაჰინი, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და ½ სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროპი. გადაუსვით გაგრილებულ ბრაუნის.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!