Search
Or
ხილის ტარტი
30-60 Min
საშუალო
მძიმე


“ვფიქრობ, ადამიანის სამყარო მისი ცხოვრების წესიდან ყალიბდება და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემს ყოველდღიურობას ზაფხულს შევადარებდი, წელიწადის ჩემს უსაყვალეს დროს, რადგან ასეთივე ფერადი და მრავალფეროვანია. მყავს საუკეთესო მეორენახევარი და მაქვს საყვარელი საქმე (არა ერთი). პროფესიით ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი ვარ. სულ ვამბობ, რომ ძალიან ზუსტად შევარჩიე პროფესია და გამიმართლა, რომ წარმატებით ვმოღვაწეობ ამ სფეროში. ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობ და კიდევ უამრავი გეგმა მაქვს წინ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კულინარია, ამიტომაც ვთვლი ჩემი სამყარო კულინარიის გარეშე არ იარსებებდა.
კულინარია ჩემს ჰობად ღრმა ბავშვობიდან ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკში ვეხმარებოდი ბებოს კერძების მზადებაში, რაც მუდამ სიამოვნებას მანიჭებდა. მიუხედავად ჩემი აქტიური სამსახურებრივი საქმიანობისა, სულ ვპოულობდი დროს კულინარიისთვის, რამაც საბოლოოდ ჩემი კულინარიული ბლოგის შექმნამდე მიმიყვანა
ჩემნაირ, ახალბედა კულინარებს ვურჩევ არასდროს შეწყვიტონ ძიება კულინარიული სიახლეებისა და რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო კერძი შექმნან საკუთარი ინტერპრეტაციით, არ შეეშინდეთ ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.” - ანა კვირიკაშვილი
 

ingredients
300 300 გრ. ფქვილი
150 150 გრ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
250 250 გრ. შაქარი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
1 1 ცალი კვერცხი
4 4 ცალი კვერცხის გული
430 430 მლ. რძე
200 200 მლ. ნაღები
1/2 1/2 ჩაის კოვზი ვანილი
250 250 გრ. კენკრის ნაირსახეობა
step 1
ცომის მოსამზადებლად 250 გრამ ფქვილს დავუმატოთ 100 გრამი შაქარი, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, კარაქი, მწიკვი მარილი, 1 კვერცხი. მოვზილოთ ცომი, თუ ცომი ზედმეტად ფხვიერია, დავუმატოთ 30 გრამი რძე და განვაგრძოთ ზელა, ერთგვაროვანი ცომის მიღებისთანავე გადავიტანოთ გრინზე, შევფუთოთ და დავასვენოთ მაცივარში 30 წუთით.
step 2
გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, მოვაჭრათ ზედმეტი ცომი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე 20 წუთი.
step 3
კრემის მოსამზადებლად 4 კვერცხის გულისა და 150 გ შაქრისგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი, დაბალ ცეცხლზე დავდგათ 400 მლ რძე და დავუმატოთ მომზადებული გოგლიმოგლის მასა, საცერით დავამატოთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ. როგორც კი შესქელებას დაიწყებს მასა, დავამატოთ ვანილი და გავაგრძელოთ მორევა პირველი დუღილის ბუშტამდე.
step 4
როგორც კი წამოდუღდება, კრემი მზადაა. ვაგრილებთ კარგად და ვიწყებთ 200 მლ ნაღების ამოყვანას, ყინულებზე ვდგამთ ცივ თასს, ვასხამთ ნაღებს და ვთქვეფთ საშუალო სიჩქარით, ნაღები რომ გამყარდება, ნელ-ნელა ვამატებთ მოხარშულ კრემს. ნაღების კრემიც მზადაა. ავაწყვე შემდეგი თანმიმდევრობით: ტარტს შიდა ფენაზე წავუსვი ცოცხალი ჟოლოს ჯემი (უშაქრო, ჩანგლით ჩაჭყლეტილი), დავასხი კრემი და მოვრთე ხილით.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!