• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

საქონლის სტეიკის სალათი

“ბავშვობიდან ვამჩნევდი და მომწონდა, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად ხასიათისა და პიროვნული თვისებებისა, გემრიელი საკვების მირთმევის შემდეგ კარგ განწყობაზე დგებოდა. კულიანარიული რიტუალის ჩატარება ხელს უწყობდა საყვარელი ადამიანების შეკრებას, კარგ გუნებაზე დადგომას და თბილი საღამოს გატარებას. 
პირველად ამ სფეროში მიმართულება და შეიძლება ითქვას შანსი, მომცა რამაზ გემიაშვილმა, აღვფრთოვანდი რამაზის კერძებით და მაშინვე მომინდა მზარეულობის შესწავლა. შემდეგ რესტორან ევროპის სახლში დავიწყე მუშაობა და ასე დაიწო ჩემი მზარეულის კარიერა. გამიმართლა იმაშიც, რომ კარგ ადამინებთან მოვხვდი სამზარეულოში და ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ასევე დიდ გამართლებად ვთვლი ლონდონში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას. დიდი გამოცდილება მივიღე “აჭარა გრუპში” მუშაობისას. ამჟამად ვმუშაობ რესტორან “ცისკარში”. პარალელურად ვხსნი ჩემს პატარა ბისტროს, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძები, გადატანილი მაღალი კლასის “street food” ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ყველა კერძი ნატურალური და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისგან იქნება  დამზადებული.  
განათლებით მხატვარი სცენოგრაფი ვარ, თუმცა 10 წელზე მეტია გასტრონომიულ  სფეროში ვსაქმიანობ, ბევრი რამ ვისწავლე და მგონია, რომ წინ კიდევ მეტი აღმოჩენა მელის, რისთვისაც საჭიროა შრომა და სწავლა. ამ საქმეშიც, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, მთავარია მუდმივი ზრდა და საქმის სიყვარული. მხოლოდ მაშინ ყველაფერი გამოვა”. - თამთა კიკალეიშვილი, შეფ მზარეული.
 

საქონლის სტეიკის სალათი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

თამთა  კიკალეიშვილი

რეცეპტის ავტორი

თამთა კიკალეიშვილი

საქონლის სტეიკის სალათი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

საქონლის სუკი

500 გრამი

სოიოს სოუსი

40 მილილიტრი

ზეითუნის ზეთი

20 მილილიტრი

ნიორი

10 გრამი

დაღერღილი წიწაკა

1 გრამი

ჯანჯაფილი

10 გრამი

შაქარი

6 გრამი

კიმჩის სოუსი

4 გრამი

წითელი ბულგარული წიწაკა

100 გრამი

ზეთი

30 მილილიტრი

ჩინური კომბოსტო

0.2 თავი

კიტრი

12 გრამი

პომიდორი

20 გრამი

რუკოლა

20 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

მოვამზადოთ მარინადი - 100 მლ სოიოს სოუსი, 100 მლ ზეითუნის ზეთი, 50 გ ნიორი, 5 გ დაღერღილი წიწაკა და 50 გ ჯანჯაფილი შევურიოთ, ხორცი მოვათავსოთ მარინადში და დავტოვოთ მთელი ღამით. ხორცს ვწვავთ გრილზე და ვჭრით მედალიონებად.

საფეხური

droplet

2

chef

ბულგარული წიწაკა კანიანად მოვწვათ გრილზე სიშავემდე. გავაცალოთ კანი და შევინახოთ ზეითუნის ზეთის და ნივრის მარინადში. დაახლოებით 500 გ წიწაკას დავასხათ 150 მლ ზეთი და 2 კბილი დაჭრილი ნიორი. პორციაში გადის 1 მთლიანი შუაზე გაჭრილი ბულგარული.

საფეხური

droplet

3

chef

სოუსის მოსამზადებლად ცეცხლზე დავდგათ სოიოს სოუსი 100 მლ და შაქარი 30 გ, ვადუღოთ 5 წუთი, დავუმატოთ კიმჩის სოუსი 20 გ (კიმჩი შეიძლება ჩანაცვლდეს აჯიკით).

საფეხური

droplet

4

chef

ჩინური კომბოსტო გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ წყალში. დავტოვოთ 24 საათი. შემდეგ გავრეცხოთ, გავწუროთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და მოვბრაწოთ გრილზე.


სერვირება

droplet

5

chef

ჩინურ კომბოსტოს გვერდულად დავულაგოთ პომიდვრის 3 ნაჭერი, მედალიონებად დაჭრილი ხორცი 100-110 გ, 2 ცალი მარინირებული ბულგარული და ისრებად დაჭრილი კიტრი, ზემოდან სალათის ფოთლები და რუკოლა. მოვასხათ 2 ს.კ სოუსი და 1 ს.კ ზეითუნის ზეთი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone