• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

მარწყვის გასპაჩო

ვარ 24 წლის შეფი და მოწოდებით კულინარი.14 წლიდან, ანუ ყველაზე ადრეული თინეიჯერობიდან გასტრონომიაში ვარ, 10 წლიანი გამოცდილებით და არსად სხვაგან გახედვის პერსპექტივით. შეგნებულად ავირჩიე კულინარია ძალიან ადრეულ ასაკში, რადგან ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ის ერთადერთი სფეროა, რომელსაც შეუძლია თვალს, გულს და რეცეპტორებს ერთდოულად მიაღებინოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და რაც მთავარია, მუდმივად განვითარდე. თუმცა ამისთვის შეფის გულიც ყველა იმ თეფშს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც მისი ხელიდან სტუმრამდე მივა. ჩემი ყველა გეგმა და მიზანი კულინარიასთან მიდის და ჩემს წარმოდგენებში მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე ჩანს ახალი მიმართულება, რომელსაც ქართული სამზარეულო ჰქვია  - თემო კარდენახლიშვილი

მარწყვის გასპაჩო

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

თემო კარდენახლიშვილი

რეცეპტის ავტორი

თემო კარდენახლიშვილი

მარწყვის გასპაჩო

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მარწყვი

100 გრამი

პომიდორი

100 გრამი

ვაშლატამა

70 გრამი

მწვანე წიწაკა

2 გრამი

მარილი

1 მწიკვი

ბულგარული მწვანე

10 გრამი

ბულგარული წითელი

10 გრამი

ბულგარული ყვითელი

10 გრამი

რეჰანი

5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პომიდორს ვაცლით კანს და ვჭრით კუბებად, ვათავსებთ ჯამში. ასევე ვჭრით მარწყვს, ვაშლატამას, მწვანე წიწაკას და რეჰანს. ვათავსებთ ყველაფერს ერთად, ვაყრით ცოტაოდენ მარილს და ვინახავთ მაცივარში 1 საათით.

საფეხური

droplet

2

chef
მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაბლენდერებთ მიღებულ მასას, ვწურავთ საწურზე და ვაბრუნებთ მაცივარში. ბულგარულ წიწაკებს მოვწვავთ ცეცხლზე, გავაცლით კანს, დავჭრით წვრილ კუბებად და ავურევთ ერთმანეთში.

სერვირება

droplet

3

chef
ღრმა თეფშზე ვალაგებთ დაჭრილ ბულგარულს და ვასხამთ მარწყვის გასპაჩოს.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone