• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლუდში მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულით

დიმიტრი ოგანეზოვი უკვე ათი წელია გასტრონომიულ სფეროში მოღვაწეობს - “პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რესტორან “პურის სახლში”. შემდეგ გავემგზავრე რუსეთში ზამთრის ოლიმპიადაზე სამუშაოდ.
2 წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კუნძულ კვიპროსზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, შევისწავლე მედიტერანული, არაბული სამზარეულოები, დავეუფლე სუშის მომზადების ტექნოლოგიას.
საქართველოში ბოლო ორი პროექტი, რომლის გახსნაშიც მივიღე მონაწილეობა როგორც შეფმა, არის “ლაგაზა ვაინ ბარი” და სასტუმრო “იბის თბილისი სტადიუმი.”

ლუდში მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

დიმიტრი  ოგანეზოვი

რეცეპტის ავტორი

დიმიტრი ოგანეზოვი

ლუდში მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი

1 კილოგრამი

ხახვი

150 გრამი

ბადრიჯანი

250 გრამი

ბულგარული წიწაკა წითელი

100 გრამი

ბულგარული წიწაკა მწვანე

100 გრამი

პომიდორი

250 გრამი

კარტოფილი

200 გრამი

ლუდი

500 მილილიტრი

დაფნის ფოთოლი

1 ცალი

ნიორი

2 კბილი

რეჰანი

10 გრამი

ქინძი

10 გრამი

ოხრახუში

10 გრამი

მზესუმზირის ზეთი

50 მილილიტრი

კარაქი

30 გრამი

მარილი

1 მწიკვი

პილპილი

1 მწიკვი

საფეხური

droplet

1

chef

გახურებულ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავდოთ კარაქი, დაფნის ფოთოლი და ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი საქონლის ხორცი, სასურველია ავარჩოთ ძვლიანი ნაჭერი, მაგალითად კისრის.

საფეხური

droplet

2

chef

ვთუშოთ 5 წუთი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება დავასხათ ლუდი, წამოვადუღოთ თავახდილი და ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ გადავდგათ ნელ ცეცხლზე, მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 45 წუთი, სანამ სითხე არ შესქელდება და ხორცი არ დარბილდება.

საფეხური

droplet

3

chef

ხორცის მომზადების პარალელურად შევწვათ ბოსტნეული. ბულგარული წიწაკები და ბადრიჯანი დავჩხვლიტოთ დანით. დავალაგოთ ღია ცეცხლზე კარტოფილთან და პომიდორთან ერთად, შევბრაწოთ ყველა მხრიდან სანამ კანი არ გაშავდება და კარგად გამოცხვება. კარტოფილს შესაძლოა ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, ან შეიფუთოს ფოლგაში.

საფეხური

droplet

4

chef
ბოსტნეულს მოვაშოროთ დანახშირებული კანი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. დაჭრილი ბოსტნეული გადავიტანოთ ხორციან ქვაბში და ვთუშოთ 10 წუთი. ბოლოს ვამატებთ დაჭრილ მწვანილს და ნიორს, მარილი და შავი პილპილი თქვენი გემოვნებით.

სერვირება

droplet

5

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone