სინგაპურული ვერმიშელი
“კარანტინი ბევრისთვის საკუთარი თავის შესაცნობად ზედგამოჭრილი გამოდგა და მეც ამ დროს გავუთამამდი სამზარეულოს. დიდი სიამოვნება ყოფილა მიზნის უმოკლეს დროში მიღწევა, რაიმე გემრიელის მომზადება და ოჯახის წევრების აღტაცება. ხიბლში შესულმა მოგზაურობის დროს აღმოჩენილი კერძების სახლში მომზადება დავიწყე და "სინგაპურული ვერმიშელიც" გავიხსენე” - ნატალია ლუჩანინოვა საკვირაო სკოლა “რებუსის” თანადამფუძნებელი.

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი