We won't spam your account. Set your permissions during sign up or any time afterward.
ნადუღის ჩიზქეიქი მარწყვით
30-60 Min
მსუბუქი
|
ingredients
Portions: 1
Portions: 2
Portions: 3
Portions: 4
Portions: 5
Portions: 6
Portions: 7
Portions: 8
Portions: 9
Portions: 10
Portions: 11
Portions: 12
Portions: 13
Portions: 14
Portions: 15
Portions: 16
Portions: 17
Portions: 18
Portions: 19
Portions: 20
300
300
გრ. ნადუღი
300
300
გრ. კრემ-ყველი
180
180
გრ. არაჟანი
230
230
გრ. შაქარი
3
3
ცალი კვერცხი
1
1
ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
55
55
გრ. ფქვილი
2
2
სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
150
150
გრ. მარწყვი
50
50
გრ. კარაქი
40
40
გრ. ქოქოსის ფანტელი
step 1
ინგრედიენტები გათვლილია ერთ 22-24 სმ. დიამეტრის ან 8 ინდივიდუალური ყალიბისთვის. მოამზადეთ ყალიბები, ამოაკარით ორმაგი ლითონის ფურცელი (ფოლგა), ან გამოიყენეთ ტორტის გასახსნელი ყალიბი.
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
step 2
ნადუღი და არაჟანი დააბლენდერეთ, ვიდრე არ მიიღებთ პრიალა, ერთგვაროვან მასას.
მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, 130 გრ. შაქარი, ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი, ვანილის ექსტრაქტი, ½ ლიმონის წვენი და ½ ლიმონის ცედრა. თქვიფეთ სანამ მასა არ გახდება ფაფუკი.
step 3
ნელ-ნელა შეურიეთ ნადუღი და არაჟანი, მოურიეთ სპატულას დახმარებით. სულ ბოლოს დააცერით 1 ს.კ ფქვილი და 2 ს.კ სიმინდის სახამებელი. გადაურიეთ დელიკატურად. მასა გადაანაწილეთ ყალიბში ან ინდივიდუალურ ყალიბებში. მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, გვერდით დაუდგით წყალი ცეცხლგამძლე ჯურჭლით. აცხვეთ დიდი ყალიბის შემთხვევაში 60-70 წუთი, პატარების შემთხვევაში 25-30 წუთი. გამორთეთ და დატოვეთ დაკეტილ ღუმელში 2 საათით. შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ ბოლომდე და შეინახეთ მაცივარში 3 საათით ან მთელი ღამით.
step 4
სანამ ჩიზქეიქი ცივდება, მოვამზადოთ მარწყვის კონფი - 150 გრ მარწყვი, 50 გრ შაქარი და ½ ლიმონის წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 7-10 წუთი, შესქელებამდე. დააბლენდერეთ და შეინახეთ გამოყენებამდე.
step 5
ფხვიერი ძირის მოსამზადებლად შეგიძლიათ დაფშვნათ მზა ორცხობილა ან თავად მოამზადოთ ქოქოსის ხრაშუნა ძირი. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე. 50 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 50 გრ კარაქი და 40 გრ ქოქოსის ფანტელი ჩაყარეთ ჯამში, ხელით დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა, გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 10 წუთი ან შეწითლებამდე.