• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ბარდის და სატაცურის წვნიანი

ბარდის და სატაცურის წვნიანი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ნინო მეგრელიძე

რეცეპტის ავტორი

ნინო მეგრელიძე

ბარდის და სატაცურის წვნიანი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მწვანე ხმელი ბარდა

120 გრამი

სატაცური

150 გრამი

მწვანე ხახვი

5 გრამი

ახალი ნიორი

5 გრამი

ოხრახუში

10 გრამი

მარილი

1 მწიკვი

პილპილი

1 მწიკვი

კვერცხი

1 ცალი

თეთრი ძმარი

1 სუფრის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

ბარდა გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი რომ დაიფაროს და ხარშეთ 25 წუთი. პერიოდულად შეამოწმეთ წყლის დონე რომ არ დაშრეს, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი. სატაცურს მოაჭერით უხეში ძირები, დაჭერით საშუალო ნაჭრებად, კვირტები მოიტოვეთ სერვირებისთვის. მოხარშულ ბარდას ქვაბშივე დაუმატეთ დაჭრილი სატაცური და ნიორი, ხარშეთ კიდევ 5 წუთი, ჩაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. წვნიანი შეგიძლიათ გააზავოთ ქათმის ბულიონით ან წყლით. მიღებული მასა დააბლენდერეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

საფეხური

droplet

2

chef
სატაცურის კვირტები შეწვით ზეითუნის ზეთში 2-3 წუთი. ცალკე ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაასხით 1 ს.კ ძმარი და ½ ჩ.კ მარილი, ჩატეხეთ კვერცხი და ხარშეთ ნაჭუჭის გარეშე 3-დან 7 წუთამდე, ხარშვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თხევად კვერცხის გულს ანიჭებთ უპირატესობას. ფრთხილად ამოიღეთ და შეაშრეთ სამზარეულოს ხელსახოცზე.

სერვირება

droplet

3

chef
ჯამში ჩაასხით წვნიანი, ცენტრში ჩადეთ მოხარშული კვერცხი, შემწვარი სატაცური, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone