• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

სააღდგომო ფუნთუშები

სააღდგომო ფუნთუშები

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ნინო მეგრელიძე

რეცეპტის ავტორი

ნინო მეგრელიძე

სააღდგომო ფუნთუშები

ინგრედიენტები

ულუფა :

1

პურსაცხობი ფქვილი

84 გრამი

სწრაფი მოქმედების მშრალი საფუარი

1.6 გრამი

მარილი

0.85 გრამი

შაქარი

14 გრამი

ლიმონის ცედრა

0.25 ცალი

დარიჩინი

10 გრამი

დაფქული კოჭა

10 გრამი

მიხაკი

10 გრამი

ჯავზი

10 გრამი

რძე

50 მილილიტრი

კარაქი

10 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ქიშმიში

25 გრამი

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

12.5 გრამი

გარგრის ჯემი ან ნაპაჟი

0.5 სუფრის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

ჯვრიან ფუნთუშებს ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და კანადაში აღდგომის წინა კვირას აცხობენ.
დიდ ჯამში მოათავსეთ 500 გრ ფქვილი, საფუარი, მარილი, ლიმონის ცედრა, შაქარი და ყველა სანელებელი, მსუბუქად აურიეთ. გაადნეთ კარაქი და შეათბეთ რძე. ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი. ფქვილიან ჯამში ჩაასხით კარაქი, რძე და კვერცხი. დაიწყეთ ცომის მოზელა, ზილეთ დაახლოებით 10 წუთი. ჯამი შეფუთეთ გრინით და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით. ცომი უნდა გაიზარდოს მოცულობაში ორჯერ.

საფეხური

droplet

2

chef
ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე, დაუმატეთ ქიშმიში და კარგად გადაზილეთ. გაყავით 12 ნაწილად. ეცადეთ თანაბარი ზომის გუნდები გამოგივიდეთ, კარგად მოამრგვალეთ, დაიხმარეთ ფქვილი. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაანაწილეთ ცომის გუნდები 2 სანტიმეტრის დაშორებით. გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 30-40 წუთი.

საფეხური

droplet

3

chef
გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. 75 გრ ფქვილის და 100 გრ წყლისგან გააკეთეთ პასტისებური, თხევადი მასა. დაასხით საკრემავ ტომარაში ვიწრო თავით და დაახატეთ ჯვრები აფუებულ ფუნთუშებს. გამოაცხვეთ 25-35 წუთი ან შეწითლებამდე.

სერვირება

droplet

4

chef
შეათბეთ გარგრის ჯემი ან ნაპაჟი და გადაუსვით თბილ ფუნთუშებს. მიირთვით კარაქთან ერთად.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone