• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ტაილანდური წვნიანი

“სარესტორნო სფეროში 16 წელია ვარ, 2012 წელს მოვხვდი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სადაც მაღალი კვალიფიკაციის უცხოელ შეფებთან ვმუშაობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ კუთხით. შემდეგ იყო სასტუმრო იბისი, აქ ორი წელი სუ-შეფის პოზიციაზე ვიმუშავე, 2018 წლიდან კი სასტუმრო მერკურის და იბისის აღმასრულებელი შეფი ვარ. ვიეტნამში ამავე ქსელის სასტუმროში ავიმაღლე კვალიფიკაცია, ჩამოვიტანეთ ვიეტნამური სამზარეულო, მოვარგეთ ქართველ მომხმარებელს და გავამრავალფეროვნეთ. რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ვიეტნამური ასევე კორეული, იაპონური, ტაილანდური სამზარეულოს გამორჩეული კერძები.
სასტუმროში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც ძალიან მომწონს. აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მთელი პროცესი სტუმარზეა ორიენტირებული, ბევრი შესაძლებლობაა განვითარების კუთხით.” - ანდრეი სობოლევი
 

ტაილანდური წვნიანი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ანდრეი  სობოლევი

რეცეპტის ავტორი

ანდრეი სობოლევი

ტაილანდური წვნიანი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

თევზის ბულიონი

150 გრამი

ორაგული

60 გრამი

მზესუმზირის ზეთი

10 გრამი

მიდია

40 გრამი

კრევეტის ნაირსახეობა

50 გრამი

ზღვის პროდუქტების ასორტი

30 გრამი

ხახვი

20 გრამი

ჯანჯაფილი

5 გრამი

ლემონგრასი

1 ცალი

ქოქოსის რძე

50 გრამი

მარილი

1 გრამი

თევზის სოუსი

5 გრამი

მწვანე ხახვი

10 გრამი

ქინძი

10 გრამი

ლიმონი

20 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ზღვის პროდუქტებს დაასხით ბულიონი და ქოქოსის რძე, ჩააგდეთ ლემონგრასი, ადუღეთ 2-3 წუთი. დაუმატეთ მარილი, თევზის სოუსი და ლიმონის წვენი. წამოადუღეთ და მოხსენით ცეცხლიდან.

საფეხური

droplet

2

chef

მოხარშეთ ორაგული მზადყოფნამდე. გადაინახეთ150 გრამი ბულიონი. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილი, დაამატეთ ყველა ზღვის პროდუქტი და დაჭრილი ორაგული. თუშეთ 3 წუთის განმავლობაში.

სერვირება

droplet

3

chef

ღრმა ჯამში გადაიტანეთ წვნიანი, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone