• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დორადო ჯანჯაფილის ტკბილ-ცხარე სოუსით

ბრენდ-შეფი თორნიკე სახვაძე მილანურ ბისტრო გრაუნდ 84-ში გვმასპინძლობს.

“თითქმის რვა წელია ამ სფეროში ვარ, ჩემი პირველი სამუშაო ადგილი ლაუნჯ-რესტორანი აკადემია იყო, სადაც ნულიდან დავიწყე ყველაფერი. მალევე გავხდი შეფ გიორგი სარაჯიშვილის სუ-შეფი და დღემდე ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე.

კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ბროტმაისტერს უკავშირდება, ეს იყო პირველი ქსელური კომპანია, სადაც ვიმუშავე აღმასრულებელ შეფად.

ამჟამად ჩემი ძირითადი საქმიანობა მოიცავს კვების ობიექტებისთვის კონსულტაციის გაწევას, მენიუების შედგენას, სამზარეულოს აწყობას და შემდგომ კონტროლს, მასტერკლასების ჩატარებას. მომავალში ვგეგმავ თანამედროვე ქართული სამზარეულოს საზღვრებს გარეთ გატანას.”

დორადო ჯანჯაფილის ტკბილ-ცხარე სოუსით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

თორნიკე სახვაძე

რეცეპტის ავტორი

თორნიკე სახვაძე

დორადო ჯანჯაფილის ტკბილ-ცხარე სოუსით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ჯანჯაფილი

10 გრამი

ტკბილი ჩილის სოუსი

35 მილილიტრი

საფერავი

10 მილილიტრი

სოიოს სოუსი

5 მილილიტრი

ნიორი

2.5 გრამი

შაქარი

2.5 გრამი

ქინძის ძირი

2.5 გრამი

დორადო

200 გრამი

პანკო

40 გრამი

კარტოფილის სახამებელი

25 გრამი

კვერცხი

1 ცალი

მარილი

1 გრამი

პილპილი

1 გრამი

ზეთი

150 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

სოუსის მოსამზადებლად წამოადუღეთ საფერავი, წვრილად დაჭერით ჯანჯაფილი და ნიორი. ცხელ ღვინოში შეურიეთ ჯანჯაფილი, ნიორი, ჩილის სოუსი, სოიოს სოუსი, შაქარი და დაჭრილი ქინძის ძირი. კარგად მოურიეთ და შეაგრილეთ გამოყენებამდე.

საფეხური

droplet

2

chef
დაამუშავეთ დორადო, განაცალკევეთ ფილე. თევზის ხერხემალი ამოავლეთ კარტოფილის სახამებელში და შეწვით ფრიტურში. მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი. თევზის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ პანკოში, ეს მოქმედება ორჯერ გაიმეორეთ. ფილე შეწვით ფრიტურში ან ღრმა ქვაბში, სახლის პირობებში.

სერვირება

droplet

3

chef
მიირთვით სოუსთან ერთად.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone