ინდაურს ვტოვებთ მაწვნის და ჩაჭყლეტილი მანდარინის მარინადში 30 წუთის განმავლობაში.
ჩურჩხელას და ჩირს ვკეპავთ წვრილად და შემდეგ ვაბურთავებთ ხელით.
ვარჩევთ წაბლს და შემდეგ ვხარშავთ დარბილებამდე.
მოხარშულ წაბლს ვყრით ბლენდერში და ვამატებთ ნაღებს, მარილს და პილპილს გემოვნებით.
ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეითუნის ზეთს და ვწვავთ ინდაურის ფილეს, შემდეგ 2 წუთი ვასვენებთ ფოლგაში.
სერვირებისთვის - ვათბობთ სოუსს, ვასხამთ თეფშზე, ვალაგებთ დაჭრილ ფილეს, გვერდით კი ვუდებთ ჩურჩხელის ბურთულებს. სულ ბოლოს ვაფორმებთ მიკრო მწვანილით.