• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პასტა შებოლილი სულგუნით და ნუშით გოგრასთან ერთად

ვარ 20 წლის, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 16 წლის ასაკში გადავწყვიტე საფრანგეთში სასწავლებლად წასვლა , ჯერ იქ სკოლა დავამთავრე შემდეგ კი ჩავაბარე საფრანგეთის ერთერთ კულინარიულ სკოლაში. ჩემი პირველი პრაქტიკა გავიარე გორდონ რემზის რესტორანში რომელიც მდებარეობს ბორდოში სადაც გავატარე დაუვიწყარი 5 თვე შევისწავლე ყველაფერი რაც დამწყებ მზარეულს სჭირდება, რის შემდეგაც ცოტა ხნით დავბრუნდი საქართველოში მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ კულინარიულ გადაცემაში, შემდეგ ვმუშაობდი ფრანგულ რესტორან “ლადუღე”-ში ჯუნიორ სუ-შეფად, რის შემდეგაც მიმიწვიეს პარიზში “გი სავუას” მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში სადაც კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღე. ახლა ვიმყოფები თბილისში და მონაწილეობას ვიღებ მასტერშეფში. ახლო მომავალში ვაპირებ იტალიაში წასვლას რომ ცოდნა კიდევ გავიღრმავო და მეტი გამოცდილება შევიძინო, ვაპირებ ასევე ბევრ მოგზაურობას მსოფლიო სხვა და სხვა კუთხეში რომ აღმოვაჩინო ახალი და საინტერესო გემოები. საკმარის ცოდნას როდესაც შევიძენ აუცილებლად გავხსნი ჩემ ქართულ რესტორანს საფრანგეთში.

პასტა შებოლილი სულგუნით და ნუშით გოგრასთან ერთად

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ნუცა სურგულაძე

რეცეპტის ავტორი

ნუცა სურგულაძე

პასტა შებოლილი სულგუნით და ნუშით გოგრასთან ერთად

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მოგრძო, საშუალო ზომის გოგრა

0.25 ცალი

ხახვი

0.25 ცალი

ნივრის ფხვნილი

0.5 გრამი

დაფქული წითელი წიწაკა

0.5 გრამი

კარაქი

7.5 გრამი

ზეთი

2.5 გრამი

კვერცხი

0.25 ცალი

სალბის ფხვნილი

0.5 გრამი

სალბის ფოთოლი

0.5 გრამი

შებოლილი სულგუნის ჩხირები

25 გრამი

შებოლილი ნუში

1.25 ცალი

არაჟანი

10 გრამი

პასტა

25 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ვადგამთ ქვაბს წყლით და მარილით პასტისთვის, ვჭრით 200 გრ. გოგრას კუბებად, 30 გრ. თეთრ ხახვს,1 კბილ ნიორს და 2 ჩხირ შებოლილ სულგუნს.

საფეხური

droplet

2

chef

ტაფას ვაცხელებთ, შემდეგ ვასხამთ ცოტა ზეთს და ვწვავთ გოგრის კუბებს, ვაყრით მარილს და პილპილს. ფერს როცა შეიცვლის, ვუმატებთ ხახვს, ნიორს, კარაქს, სალბს და შებოლილ სულგუნს. 5-6 ცალ შემწვარ გოგრას ცალკე ვინახავთ და ადუღებულ წყალში მოსახარშად ვყრით პასტას 7-8 წუთით.

საფეხური

droplet

3

chef

ვაცდით 3-4 წუთი შეწვას და არომატის გახსნას, შემდეგ ვუმატებთ არაჟანს, პასტის წყალს და კარგად ვაბლენდერებთ. უნდა მივიღოთ პიურესთან შედარებით თხელი მასა. ვიღებთ მოხარშულ პასტას და ვურევთ სოუსს.

საფეხური

droplet

4

chef

პასტა გადმოგვაქვს თეფშზე და ვაფორმებთ: გოგრის შემწვარი კუბებით, დაძენძილი შებოლილი სულგუნით, შებოლილი ნუშით, სალბით და შუაში ვდებთ უმი კვერცხის გულს რომელსაც ვაყრით სალბის ფხვნილს.

სერვირება

droplet

5

chef

გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone