ორაგული ძალიან სასარგებლო თევზია, იგი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით, ასევე მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს და ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. კარგია გულსისხლძარღვთა მოქმედებისათვისა და მხედველობისათვის.
2
2
ორაგულის სტეიკი
200
200
მლ.
წითელი მშრალი ღვინო
15
15
გრ.
სახამებელი
1
1
ლიმონი
30
30
გრ.
როზმარინი
2
2
გრ.
მარილი
ორაგულის სტეიკი გავასუფთაოთ ფხებისგან, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი და როზმარინი. გავაცხელოთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, დავასხათ ზეთი, დავდოთ ორაგული კანის მხრიდან 2 წუთით, შემდეგ ამოვაბრუნოთ და ისევ 2 წუთით გადმოვიღოთ ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს.
პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინის ნახევარი. დავამატოთ დარჩენილი როზმარინი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მეორე ნახევარში გავხსნათ სახამებელი და ნელ-ნელა დავუმატოთ ქვაბში როზმარინიან ღვინოს და ვურიოთ, სოუსი ნელ-ნელა შესქელდება, ადუღების შემდეგ 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ საწურზე. ვაცადოთ გაგრილება.
How To Serve
სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში, ორაგულს მოვასხათ ლიმონის წვენი.
Click if you already have prepared