Search
Or
ისპანახის და ჭარხლის ატრია ნაღების და სულგუნის სოუსით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
1 1 კგ. ისპანახი
1 1 კგ. ჭარხალი
2 2 კგ. ფქვილი
500 500 გრ. ყველი
500 500 გრ. ნაღები
6 6 კვერცხი
2 2 კბილი ნიორი
step 1
გამოვწუროთ ჭარხლის წვენი, ამისთვის არსებობს რამდენიმე ვარიანტი: წვენსაწურში გამოწურვა; წვრილ სახეხზე გახეხვა და მარლაში გამოწურვა; შესაძლოა წვრილად დაჭრილი ჭარხლის მცირე წყალთან ერთად დაყოვნება და წამოდუღება. ისპანახი დავაბლენდეროთ, ან დავკეპოთ და დავაყოვნოთ წყალთად ერთად.
step 2
ვზილავთ 2 სახის ცომს, ჭარხლის და ისპანახის. თითო სახეობის ცომზე ვიღებთ 1 კგ. ფქვილს და 3 კვერცხს. კარგად მოვზილოთ და დავასვენოთ 30 წუთის განმავლობაში მაცივარში.
step 3
გავაბრტყელოთ და დავჭრათ რომბებად.
step 4
სოუსის მოსამზადებლად გაცხელებულ ნაღებში ვამატებთ გახეხილ ყველს, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ გახეხილი ნიორი.
step 5
ატრია იხარშება ადუღებულ მარილიან წყალში 4-5 წუთის განმავლობაში.

How To Serve

მიირთვით სოუსთან ერთად.