• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

კაკალში გამომცხვარი კალმახი ბროწეულის წვენით

აღნიშნული კერძი შექმნილია გაცოცხლებული ძველ ქართული რეცეპტის მიხედვით და მომზადებულია რესტორან "სახლი მადათოვზე"-ს მიერ. 

კაკალში გამომცხვარი კალმახი ბროწეულის წვენით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

კაკალში გამომცხვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კალმახი

350 გრამი

ნიგოზი

100 გრამი

კარაქი

75 გრამი

მჭადის ფქვილი

40 გრამი

ბროწეულის წვენი

150 მილილიტრი

ბროწეულის მარცვალი

50 გრამი

ბოლოკი

15 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

დავამუშაოთ კალმახი, გამოვიღოთ ფხა და ძვალი, გავასუფთავოთ. გატარებული ნიგოზი შევაზავოთ თბილ კარაქში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.

საფეხური

droplet

2

chef
გასუთვავებულ კალმახს ვათავსებთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან ვუსვამთ ნიგვზის ფენას 2 მლ. სიმაღლეზე ისე, რომ ფილე მთლიანად დაიფაროს (ზურგის მხარე). ვაცხობთ 210-250 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

საფეხური

droplet

3

chef

სანამ კალმახი გამოცხვება მოვამზადოთ სოუსი: ბროწეულის წვენი, ბროწეულის მარცვალი, კარაქი, მარილი და დაჭრილი ბოლოკი მოვათავსოთ პატარა სოუსის ქვაბში და მივიყვანოთ დადუღებამდე.

სერვირება

droplet

4

chef

გამომცხვარ კალმახს მოვასხათ გამზადებული სოუსი ბოლოკთან და ბროწეულთან ერთად. გემრიელად მიირთვით. 

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone