Search
Or
ხბოს ხორცი ტარხუნის სოუსში
60+ Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

გთავაზობთ საგაზაფხულო კერძს - ნაზი და რბილი ხბოს ხორცი ტარხუნის სოუსში, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმს სასარგებლო და საჭირო ნივთერებების მიღებაში და შეგიქმნით საგაზაფხულო განწყობას.

ingredients
1 1 კგ. ხბოს ხორცი
2 2 ბულგარული წიწაკა მწვანე
2 2 ბულგარული წიწაკა წითელი
50 50 გრ. როზმარინი ნედლი
4 4 ლიმონი
3 3 კონა ტარხუნა
300 300 მლ. ზეითუნის ზეთი
500 500 გრ. ნაღები
30 30 გრ. წიწაკის მიქსი
3 3 კბილი ნიორი
step 1
წინასწარ ვამზადებთ ხორცის მარინადს. ხბოს ხორცს ვრეცხავთ და ვჭრით კუბებად, ვამატებთ ზეითუნის ზეთს (250 მლ.), როზმარინს, პილპილს და ლიმონს. სასურველია დავაყოვნოთ 2 საათის განმავლობაში
step 2
ტარხუნას ვრეცხავთ და ვაბლენდერებთ ნაღებთან და ნიორთან ერთად. გავასუფთავოთ ხორცი სანელებლებისგან და მოვათავსოთ ქვაბში. მოვთუშოთ მარინადის წვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში.
step 3
ვამოწმებთ, თუ ხორცი რბილია, დავამატოთ ტარხუნის სოუსი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი გემოვნების მიხედვით. მოვამზადოთ გარნირი: გავრეცხოთ ბულგარული, გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე მოვთუშოთ 5 წუთის განმავლბოაში და დავამატოთ წიწაკის მიქსი.

How To Serve

გარნირი დავამატოთ ტარხუნის სოუსში. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.