Search
Or
სააღდგომო პასკა
60+ Min
რთული
მსუბუქი

ყველა ოჯახში პასკას აცხობენ სხვადასხვა რეცეპტით. გთავაზობთ ერთ-ერთ ტრადიციულ რეცეპტს ეკა ნაცვლიშვილისგან. 

ingredients
3500 3500 გრ. ფქვილი
15 15 კვერცხი
600 600 გრ. კარაქი
1700 1700 გრ. შაქარი
200 200 მლ. ზეთი
125 125 გრ. საფუარი
1500 1500 მლ. რძე
100 100 გრ. კონიაკი
1 1 ჩაის კოვზი ლიმნის ცედრა
1 1 ჩაის კოვზი შაფრანი
1 1 ჩაის კოვზი მუსკატი
1 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 1 ჩაის კოვზი ილი
1 1 მწიკვი მიხაკი
600 600 გრ. კიშმიში
20 20 გრ. მარილი
step 1
კვერცხი და შაქარი მსუბუქად ავთქვიფოთ ერთმანეთში, დავამატოთ წინასწარ დაყენებული სუნელები, შემდეგ დავამატოთ მომზადებული ოპარა. ოპარის მოსამზადებლად ცოტა შაქარი, საფუარი, თბილი რძე და ფქვილის ნაწილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავაცადოთ რომ საფუარმა დაიწყოს მოქმედება.
step 2
უკვე ერთიან მასას დავამატოთ დამდნარი კარაქი და დავიწყოთ ფქვილის ცოტ-ცოტა შეზავება. საკმარისი ფქვილის შეზავების შემდეგ, დავამატოთ ზეთი და კიდევ ერთხელ ავურიოთ.
step 3
მიღებული ცომი მოვათავსოთ ფორმებში, ისე რომ შეივსოს ფორმის ნახევარი და დავტოვოთ სითბოში გასაფუებლად (შესაძლებელია 40 გრადუსადმე გამთბარ ღუმელში დალოდება). თუ შესაბამისი სითბო იქნება, ამოსვლისთვის 1 საათი საკმარისია. ამოსულ ცომს ფუნჯით ფრთხილად წავუსვათ რძესთან ათქვეფილი კვერცხის გული. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, დაახლოვებით 1 საათის განმავლობაში (გააჩნია ღუმელს) სრულ გამოშრობამდე. შეგვიძლია გავსინჯოთ ჩხირით (გასასინჯი ჩხირი ცომიდან უნდა ამოვიდეს მშრალად)

How To Serve

გამომცხვარი პასკა გავაციოთ და გავაფორმოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის ჭიქურით.