Search
Or
კურდღელი არაჟნით და საფერავში მოხარშული მსხლით
30-60 Min
რთული
500+ Kcal
ingredients
500 500 გრ. კურდღლის ხორცი
100 100 გრ. არაჟანი
50 50 გრ. კარაქი
200 200 გრ. ბეკონი
5 5 გრ. პილპილის მიქსი
500 500 გრ. საფერავი
100 100 გრ. ხახვი
100 100 გრ. შავი ქლიავის ჩირი
5 5 გრ. სეზამის მარცვალი
50 50 გრ. თხილი გარჩეული
50 50 გრ. გოგრის მარცვალი გარჩეული
2 2 კბილი ნიორი
2 2 მსხალი
1 1 კგ. სიმინდის ფქვილი
10 10 გრ. მიკრო მწვანილის მიქსი
100 100 გრ. ყველი კალტი, თეთრი
5 5 გრ. კამის მარცვალი
100 100 გრ. კონიაკი
5 5 გრ. მარილი
step 1
ვჭრით კურდღლის ხორცს, ვასხავთ ზეითუნის ზეთს და ვაყრით დაღერღილ წიწაკას. გამოსაცხობ დაფაზე ვალაგებთ ჯერ ბეკონის ნაჭრებს, შემდეგ კურდღლის ხორცს. იქვე ვაწყობთ ორ კბილ ნიორს და დაჭრილ ხახვს. ამ ყველაფერს ვდგავთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. შეწვის პროცესში დავაყაროთ მარილი და პილპილის მიქსი. გამოცხობის შემდეგ წავუსვათ კარაქი დარბილებისთვის.
step 2
ერთად დავნაყოთ ნუში, თხილი და ქლიავის ჩირი. ცალკე ქვაბში ვასხამთ საფერავს, კონიაკს და ვათავსებთ გათლილ მსხალს. ვადგამთ ნელ ცეცლზე მოსახარშად, 15-20 წუთის განმავლობაში.
step 3
თეფშზე ვათავსებთ დანაყულ მასას, ზემოდან ვდებთ მოხარშულ მსხალს და ვაფორმებთ სეზამის მარცვლით, კამის თესლით და ლიმონის ცედრით. გვერდზე დავულაგოთ გამომცხვარი ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გოგრის გარჩეული მარცვალი. გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.

How To Serve

მიირთვით კურდღლის ხორცი არაჟანთან და მსხალთან ერთად.