• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლობიო პომიდვრით

ქართველებს ლობიო გვიყვარს, მექსიკელებსაც! ქართველებს ცხარე გვიყვარს, მექსიკელებსაც! მარილის სიყვარულიც საერთო გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ მექსიკური კულინარია ადვილად ჯდება ქართულ გემოვნებაში. ეს კერძი მექსიკელი მეგობრისგან ვისწავლე, ცოტა ქართულ პროდუქტს მოვარგე და ქართულ-მექსიკური კერძი მივიღე.

ლობიო პომიდვრით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

ლობიო პომიდვრით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ხახვი

20 გრამი

მწვანე წიწაკა

20 გრამი

წითელი ბულგარული

37.5 გრამი

ნიორი

2.75 გრამი

კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი

100 გრამი

ტომატ-პასტა

2.5 გრამი

ახალი თეთრი ლობიო

50 გრამი

ახალი წითელი ლობიო

50 გრამი

ქინძი

15 გრამი

ოხრახუში

15 გრამი

წითელი წიწაკა

2.5 გრამი

შაქარი

5 გრამი

კუმინი

2.5 გრამი

ხორბლის ფქვილი

70 გრამი

მცენარეული ცხიმი (მარგარინი)

27.5 გრამი

სოდა

3.75 გრამი

სიმინდის სახამებელი

12.5 გრამი

რძე

37.5 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

ლობიოს თავის მოცულობაზე 3-ჯერ მეტი წყალი დავასხათ, წამოვადუღოთ 2-3 წუთით, გავაგრილოთ 1-4 საათი, შემდეგ წყალი გადავღვაროთ და ლობიო ცივ წყალში გავავლოთ 10 წუთით. ეს პროცესი აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესულ თავგადასავალს მივიღებთ.
შემდეგ დავადგათ გაზზე, წყლით დავფაროთ და ვადუღოთ 50-60 წუთი. ლობიო რომ არ დასკდეს და გარსი არ მოსძვრეს, დუღილი სუსტი უნდა იყოს.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლობიო ხარშვასთან ერთად ფართოვდება, ამიტომ შიგადაშიგ დაამატეთ წყალი.

საფეხური

droplet

2

chef

სანამ ლობიო იხარშება, 3-4 მმ ზომის კუბებად დავჭრათ წითელი ბულგარული და ხახვი, დავსრისოთ ნიორი, თუ მთლიანი პომიდორი გვაქვს, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. პარალელურად, ტორტილასთვის - ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ სოდა, სიმინდის სახამებელი, რძე და თხევად მდგომარეობაში მცენარეული ცხიმი.
კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ 3-4მმ სისქეზე, გადავაკრათ გრინი და დავასვენოთ. ტორტილები შეგიძლიათ გახუხული ლავაშით ჩაანაცვლოთ.

საფეხური

droplet

3

chef

ლობიო რომ მოიხარშება, გადავწუროთ. საშუალო გაზზე ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული, მოვთუშოთ 4 წუთი, შედეგ დავუმატოთ პომიდორი, ტომატპასტა და ნიორი, მოვთუშოთ კიდევ 4 წუთი. პარალელურად გაკეთებული ტორტილების ცომი შევდოთ ღუმელში 5 წუთით 230 გრადუს ცელსიუსზე. დავუბრუნდით ლობიოს, მაინც მთავარი კერძია და არ უნდა გავერთოთ და დავივიწყოთ.
ქვაბში პომიდვრიან მასას დავუმატოთ ლობიო, შემდეგ კუმინი (კუმინი უკეთესია, მაგრამ ძირას ბიძაშვილია, ამიტომ სულ არაფერს სჯობს), ცოტა შაქარი, ჩააჭერით იმდენი ცხარე წიწაკა, რომ ქვაბმა ტირილი დაწყოს, ჩაყარეთ მშრალი ქინძი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ 50 მლ წყალი და მოთუშეთ 20 წუთი, სანამ არ მივიღებთ სქელ მასას.

სერვირება

droplet

4

chef

რადგან მასა სქელი იქნება, შეიძლება სერვირება თეფშზეც, აუცილებელია თან დაურთოთ ტორტილა, ან ლავაში. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და დავაყაროთ ლობიოს, ასევე გემოვნებით დაღერღილი წიწაკაც მოვაყაროთ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone