Search
Or
ორცხობილა გულები
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal
ingredients
110 110 გრ. კარაქი
220 220 გრ. შაქარი
1 1 კვერცხი
10 10 გრ. ვანილის პუდრა
50 50 გრ. ნუშის ფქვილი
190 190 გრ. ფქვილი
2 2 გრ. გამაფხვიერებელი
ჟოლოს ჯემისთვის
150 150 გრ. შაქარი
250 250 გრ. ჟოლო
step 1
ცომის მოსამზადებლად, რბილი კარაქი და 70 გრ. შაქარი უნდა ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ თეთრ ფერს არ მიიღებს, დავამატოთ ვანილი და კვერცხი და ისევ ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში გავაერთიანოთ მშრალი ინგრედიენტები და დავამატოთ ათქვეფილ კარაქის მასას. კარგად მოვურიოთ, ისე რომ ცომი გაერთიანდეს, გავყოთ ცომი 2 თანაბარ ნაწილად, შევახვიოთ პარკში და დავასვენოთ მაცივარში 2 საათით.
step 2
სანამ ცომი გაცივდება, მოვამზადოთ ჯემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი ან კენკრა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ჟოლო. ჯემის მოსამზადებლად მოათავსეთ ჟოლო და 150 გრ. შაქარი ქვაბში და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ არ შესქელდება. გავაციოთ ჯემი ოთახის ტემპერატურამდე.
step 3
გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და გავაბრტყელოთ 3მმ-მდე, შეგიძლიათ დაიხმაროთ ცოტა ფქვილი. ორივე ცომისგან ამოვჭრათ გულის ფორმა -. ერთი სავსე, მეორე შიგნიდან ცარიელი. აუცილებელია, რომ იყოს ერთი ზომის. ვდებთ პერგამენტის ქაღალდზე და ვაცხობთ ღუმელში, 180 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში. გვერდები ორცხობილას არ უნდა მოებრაწოს.
step 4
გაციებულ სავსე მხარეებს წავუსვათ ჯემი, მეორეს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დავადოთ ერთმანეთს.

How To Serve

მიირთვით სიყვარულით.