• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ძროხის სუკი ლუდით და ყავით

თანამედროვე გასტრონომია და კულინარია აქტიურად ეფუძნება და იყენებს სამეცნიერო პრონციპებს. 
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეცნიერების აპლიკაცია განსხვავებული წარმოშობის პროდუქტებისგან, არაკონვენციონალური შეხამებების შექმნაა.
ეს მოიცავს ინგრიდიენტების ორგანული ქიმიის თვალით განხილვას, მათ მარტივ მამრავლებად დაშლას და მათი ნახშიწყალბადოვანი კომპონენტების შესწავლას.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ორ განსხვავებულ ინგრიდიენტში, მაგალითად ყაბვში და ძროხის ხორცში საკმარისი ერთნაირი არომატული ნაერთი და კომპონენტია, იმაზე მიგვითითებს, რომ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს მოუხდება.
მიიჩნევა, რომ თუ ორ ინგრიდიენტში ემთხვევა 20-22 ნაერთზე მეტი, ისინი ერთმანეთს უხდება, მაგალითად ლუდს, ყავას, და ძროხის ხორცს 26 ერთნაირი ორგანული ნაერთი აქვთ, რაც გვაძლევს იმის საბაბს, რომ ამ კერძის გაკეთება ვცადოთ. შედეგი კი, აუცილებლად გაგაოცებთ თავისი განსაკუთრებული გემოთი. :)

ძროხის სუკი ლუდით და ყავით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

ძროხის სუკი ლუდით და ყავით

ინგრედიენტები

საქონლის სუკი

1 ცალი

შავი ლუდი

500 მილილიტრი

დაფქვილი ყავა

20 გრამი

პაპრიკა

10 გრამი

დაფქვილი ქინძი

50 გრამი

დაფქვილი მდოგვი

50 გრამი

ნივრის ფხვნილი

50 გრამი

ყავისფერი შაქარი

20 გრამი

თეთრი ხახვი

150 გრამი

კარტოფილი

500 გრამი

თაფლი

40 გრამი

სტაფილო

180 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ვარჩვეთ ყველაზე მსუქან სუკს. გვახსოვდეს, რაც მეტი კუნთი და ცხიმი აქვს ხორცს, მით უფრო წვნიანი და გემრიელი იქნება. თუ ცხიმოვანი გროვები მოყვითალოა, ესეიგი ძროხა ასაკოვანია და მისი ხორცი ბევრად უფრო მჟავე და მკვრივი იქნება. ავიღოთ სუკი, გავასუფთაოთ და მივიყვანოთ დაახლოებით ისეთ მდგომარეობამდე, როგორც სურათზეა. პარალელურად დავჭრათ სტაფილო, დაახლოებით 1 სმ სისქის რგოლებად, ხახვიც დაახლოებით იგივე სისქეზე.
რაც შეეხება კარტოფილს, ჯერ კარგად გავრეცხოთ, რადგან კანითვე უნდა მივირთვათ. დანით ჩავჭრათ რომბები ისე, რომ კარტოფილი ბოლომდე არ ჩაიჭრას და არ დაიშალოს.

საფეხური

droplet

2

chef
გავახუროთ ღუმელი 135 გრადუს ცელსიუსზე. ვიღებთ ყველა სუნელს, ერთად ვფქვავთ და ერთმანეთს ვურევთ. ვუმატებთ 1.5 ჩაის კოვზ მარილს. ეს ფხვიერი მასა უნდა შევზილოთ ხორცში. მინდა, რომ თქვენი თავი წარმოიდგინოთ ტაილანდელი მასაჟისტის როლში, ორივე ხელით აიღოთ სუნელების ნაზავი, და მასაჟირებით შეაზილოთ ხორცს, თქვენი ხელები ხორცს გაათბობს, რაც ხელს შეუწყობს ცხობის პროცესს. თუნუქის ფურცელზე დავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული. კარტოფილს მოვაყაროთ ნარჩენი ხორცის სუნელი, ხახვისგან და სტაფილოსგან გავაკეთოთ კუნძული, ზემოდან გადავასხათ ლუდი, და დავადოთ ხორცის ნაჭერი, გვერდზე დავულაგოთ კარტოფილი, თუნუქის ფურცელს გადავაკრათ ალუმინის ქაღალდი და შევდგათ ღუმელში 130 გრადუსზე. დაახლოებით საათსა და 20 წუთში ხორცის შიდა ტემპერატურა მიაღწევს 65 გრადუსს, რის შედეგადაც ხორცი მზადაა.

სერვირება

droplet

3

chef
ხორცი ბოსტნეულეულთან ერთად გადმოვიტანოთ დაფაზე და დავასვენოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავჭრათ. ამ კერძს ძალიან უხდება ცივი ყავა ან ლუდი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone