Search
Or
საფერავის ნაყინი
60+ Min
ადვილი
201-500 Kcal

ამ რეცეპტის იდეა ახლახანს დამებადა, მიღებული შედეგით, ვფიქრობ, თქვენც კმაყოფილნი დარჩებით და თქვენს სტუმრებსაც აღაფრთოვანებთ. რა თქმა უნდა, ეს რეცეპტი არაა განკუთვნილი ბავშვებისათვის. 

ingredients
400 400 გრ. ნაღები (35%)
300 300 გრ. მაყვალი
400 400 მლ. საფერავი
300 300 გრ. შაქარი
პიტნა მოსართავად
step 1
ნაღები კარგად ათქვიფეთ მიქსერით, როდესაც შესქელდება დაუმატეთ შაქარი ან შაქრის პუდრა. საფერავი და მაყვალი ერთად დააბლენდერეთ, ეს მასა შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს და ნელა მოურიეთ.
step 2
მიღებული მასა ჩაასხით კონტეინერში და შედგით საყინულეში, მინიმუმ -16 გრადუსზე. 1 სააათის შემდეგ ისევ ათქვიფეთ. ეს მოქმედება გაიმეორეთ სამჯერ. 12 საათის შემდეგ ნაყინი მზად იქნება.

How To Serve

მორთეთ პიტნის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!