Search
Or
კალმახი ნიგვზის სოუსით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
1 1 კალმახი
10 10 მლ. ზეითუნის ზეთი
30 30 გრ. თაფლი
100 100 გრ. ლიმონი
90 90 გრ. ნიგოზი
60 60 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
100 100 გრ. ფორთოხალი
10 10 გრ. ჭაჭა
100 100 გრ. საფერავში დავარგებული ყველი
1 1 კბილი ნიორი
მარილი და პილპილი
step 1
გავასუფთაოთ თევზი. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ერთ კბილ ნიორთან ერთად. ჩავყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდგომ გადავიტანოთ პატარა ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. გავხსნათ თაფლი თბილ წყალში. გავფრცქვნათ ფორთოხალი, მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ თაფლიანი წყალი და მოვახდინოთ ფორთოხლის კარამელიზირება. შევინახოთ ცოტაოდენი ცედრა გასაფორმებლად. დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად.
step 2
მოვამზადოთ სოუსი: მოვათავსოთ ბლენდერში ჭაჭა, თაფლი, ნიგოზი, ცოტაოდენი მარილი და პილპილი. კარგად ავთქვიფოთ. ავიღოთ დიდი ლანგარი და მოვათავსოთ მომზადებული თევზი და გარნირი. მოვასხათ სოუსი.

How To Serve

გავაფორმოთ მიკრომწვანილით. გემრიელად მიირთვით!