ჩავასხათ ქვაბში რძე, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყოვნოთ 10 წუთი.
ქვაბში გავალღვოთ კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი, გადავზილოთ და ჩავასხათ გაწურული რძე. კარგად გადავურიოთ ხელის სათქვეფით. კრემისებრი მასა უნდა მივიღოთ. ავიღოთ კვერცხი. გავაცალკევოთ ცილა და გული. ფქვილიან მასაში დავამატოთ კვერცხის გულები. კარგად მოვურიოთ და ჩავყაროთ გახეხილი ყველი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, უნდა მივიღოთ მყარი ბეზე და ნელ-ნელა გადავურიოთ საერთო მასაში.