Search
Or
შოკოლადის ორცხობილები
60+ Min
ადვილი
201-500 Kcal

უგემრიელესი შოკოლადის ორცხობილები მულტფილმიდან "რაპუნცელი". 

ingredients
150 150 გრ. შაქარი
100 100 გრ. კარაქი (გამდნარი)
1 1 კვერცხი
170 170 გრ. ფქვილი
5 5 გრ. გამაფხვიერებელი
1 1 მწიკვი მარილი
150 150 გრ. შოკოლადი
step 1
ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი. დავამატოთ კვერცხი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. ცალკე ჯამში ავწონოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ჩავამატოთ კვერცხიან მასაში. კარგად მოვურიოთ კოვზით და გავაერთიანოთ ცომი.
step 2
შოკოლადი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ცომში და კარგად მოვურიოთ. დავასვენოთ მაცივარში ნახევარი საათი. ღუმელი გავაცხელოთ 190 გრადუსამდე. საცხობ ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი ან სილიკონი. მოვათავსოთ ცომის ბურთები ისე, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ შორს იყოს და ცხობის დროს არ გაერთიანდეს.
step 3
ვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში. გადავიტანოთ ცხაურზე, რომ ბოლომდე გაგრილდეს.

How To Serve

შეგიძლიათ მიირთვათ რძესთან ერთად.