Search
Or
კალმახი ჭარხლისა და ტყემლის გარნირით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
1 1 კალმახი
500 500 გრ. ჭარხალი
100 100 გრ. წითელი ტყემალი
1 1 ლიმონი
120 120 მლ. ზეთი
400 400 გრ. სალათის ფოთოლი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ბაზილიკი
2 2 ჩაის კოვზი მარილი
მიკრომწვანილი გასაფორმებლად
step 1
გაასუფთავეთ კალმახი შიგნეულობისგან. სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გაწურეთ სპეციალურ საწურში, ან დადეთ საშრობზე.
step 2
ჭარხალი გარეცხეთ კარგად, გაფრცქვენით, დაჭერით წვრილ რგოლებად, შემდეგ ეს რგოლები დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ზეთიან ტაფაზე დაყარეთ ჭარხალი და მოშუშეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოასხით ტყემალი, ბაზილიკი და კარგად აურიეთ. ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი.
step 3
პარალელურად, გასუფთავებულ კალმახს მოაყარეთ მარილი.მოათავსეთ კალმახის მუცელში ცოტა ბაზილიკი და ლიმონის თხლად დაჭრილი 3 ცალი რგოლი. ალუმინის ფურცელს წაუსვით ზეთი, ზედ მოათავსეთ კალმახი და შეკარით. შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით და გამოაცხვეთ.

How To Serve

გააფორმეთ სალათის ფოთლებით და მიკრომწვანილით. მიირთვით ჭარხლის გარნირთან ერთად.