ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ მარილი და დაიწყეთ თქვეფა მიქსერით. როცა საშუალო დონემდე გამყარდება დაიწყეთ შაქრის დამატება ნელ-ნელა. იქამდე თქვიფეთ, სანამ არ გამაგრდება.
შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა, ფრთხილად მოურიეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი. ისევ ფრთხილად მოურიეთ.
ბეზე უნდა იყოს მყარი და არა თხევადი.