სოუსისათვის, არაჟანი, და ნაღები გადავურიოთ ერთმანეთს. პიტნა კარგად დავრეცხოთ, დავჭრათ წვრილად ფოთლები და დავუმატოთ არაჟანსა და ნაღებს. დავუმატოთ ცოტა მარილი. შეინახეთ მაცივარში.
გებჟალიის მომზადებისსას ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ნაწილი ყველის სწორად შერჩევაა, ზოგადად ძალიან კარგია, იმერული ახლადამოყვანილი ყველი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ახალ სულგუნს, ძალიან რბილს, ნაკლებად მარილიანს, რძე უნდა გასდიოდეს, არ უნდა ჰქონდეს სულგუნს ზედმეტად ყვითელი შეფერილობა და მძაფრი რძის სუნი.