• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

კუპატი

კუპატი ქართული ძეხვის ყველაზე პოპულარული სახეობაა. კლასიკური ვარიანტი ხორცის სუბპროდუქტებისგან კეთდება და დასავლეთ საქართველოს კულინარიის დაუვიწყარი ნაწილია. თუმცა რატომ არ შეიძლება კუპატი მომზადდეს არა შიგნეულობით, არამედ უმაღლესი ხარისხის ხორცით და დაემატოს ყველი?

გთავაზობთ კუპატის თანამედროვე ვარიანტს ყველით.

კუპატი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

კუპატი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მწვანე წიწაკა

4 გრამი

კარტოფილი

67 გრამი

სიმინდის ფქვილი

34 გრამი

ნაწლავი

1 ცალი

ძირა

0.2 მწიკვი

ქინძის თესლი

0.2 მწიკვი

სულგუნი

42 გრამი

ხახვი

25 გრამი

ძროხის ხორცი

25 გრამი

ღორის ქონი

34 გრამი

ღორის ხორცი

87.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

იმისათვის, რომ არასასიამოვნო სუნი მოშორდეს, ნაწლავი გამდინარე წყალში უნდა გავრეცხოთ 4-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ შიგნიდან გარეთ ჩავატრიალოთ და კარგად დავზილოთ სიმინდის ფქვილით. შემდეგ ფქვილი დანის ბლაგვი მრხიდან ფრთხილად მოვაშოროთ და კიდევ რამდენიმე წუთით გამდინარე წყალში გავავლოთ. ამ პროცედურის შემდეგ ნაწლავს აღარ ექნება მძაფრი სუნი.

ნაწლავს მოვუკრათ ერთი ბოლო, მასში ჩავტენოთ ფარში ისე, რომ არ დარჩეს ჰაერის ბუშტები და გავაკეთოთ 15 სმ სიგრძის კუპატები.

საფეხური

droplet

2

chef

ქართულ სოსისს ძალიან მოუხდება ინგლისურ სტილზე გამომცხვარი ჰასელბაკის კარტოფილი, თუმცა ამ კერძის გაქართულებაც შესაძლებელია. დავჭრათ კარტოფილი სურათზე ნაჩვენები სტილით და შევდოთ ღუმელში 140 გრადუსზე 35 წუთით. ამის შემდეგ, შეგვიძლია, მას მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში ტველის გაოქროსფერებამდე (დაახლოებით 15 წუთი). გახურებულ ნაკვერჩხალში ან ქურაზე დავდოთ კეცი. თბილ კეცზე მოვათავსოთ ღორის ქონი, ოდნავ დავადნოთ ისე, რომ კეცი ძალიან არ გაცხელდეს, და დავალაგოთ კეცზე კუპატები. კეცზე მაშინვე უნდა დავასხათ თბილი წყალი, რომ გადახურებისგან ნაწლავები არ გასკდეს. 15-20 წუთის მანძილზე ვუმატოთ ცოტ-ცოტა წყალი და თან ვაბრუნოთ კუპატები, რომ ყველა მხრიდან თანაბრად მოითუშოს. შემდეგ დავაშროთ წყალი და კუპატები მოვბრაწოთ. მობრაწული კუპატი კეცზევე გავხეთქოთ და კარგად მოვურიოთ, რომ გამდნარი ყველი თანაბრად გადანაწილდეს კერძში. გამომცხვარი კარტოფილები კეცშივე ჩავალაგოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი წიწაკა.

საფეხური

droplet

3

chef

ღორის ქონი (ცოტა დავიტოვოთ შესაწვავად), ღორის და ძროხის ხორცი დავკეპოთ უხეშად. ხორცთან ერთად დავკეპოთ სულგუნის ¾ და ხახვი. ქინძი და ძირა ჩვენით დავფქვათ, არ გამოვიყენოთ მრავალი თვის დაფქვილი, დაფასოებული სუნელი, რადგან ახალდაფქვილი სუნელის სუნს არაფერი შეედრება. ეს სუნელი ჩავურიოთ ხორცში და კარგად ავზილოთ.

სერვირება

droplet

4

chef

კერძის სერვირება სასურველია კეცითვე მოხდეს. თიხის ჭურჭელი ბუნებრივად სასიამოვნო გარეგნობას სძენს კერძს და თან ცხლად ინახავს პროდუქტს. კუპატი ლუდთან მეგობრობს. რაც უფრო ტკბილია ლუდი, მით უკეთესი. გირჩევთ გაუფილტრავ ლუდს, რომელშიც ბევრი ალაო და ცოტა სვიაა.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone