• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

მაკ’ენ’ჩიზი

ეს ცნობილი კერძი საბჭოთა „ფლოტსკის“ ამერიკული ეკვივალენტია. საფუძვლები ფრანგულ კულინარიაში აქვს, კეთდება მარტივად, მსუყე და მარტივი ხერხია ბევრი ადამიანის ერთდროულად დანაყრების.

მაკ’ენ’ჩიზი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

მაკ’ენ’ჩიზი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

პასტა მაკარონი

125 გრამი

კარაქი

17.5 გრამი

რძე

187.5 მილილიტრი

ჩედარი

87.5 გრამი

დაფქული მდოგვი

1.25 გრამი

საფანელი

37.5 გრამი

ფქვილი

17.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ბეშამელის სოუსზე დაფუძნებული სოუსი - მორნე. ამისთვის, ვიღებთ კარაქს და ვათავსებთ ქვაბში, ვუმატებთ ფქვილს, ერთმანეთში ვხსნით და ვხალავთ გაოქროსფრებამდე. შემდეგ, ნელა ვუმატებთ ცივ რძეს - სწრაფი და ხშირი მორევით ვასქელებთ მასას. სქელ სოუსს დავუმატოთ გახეხილი ჩედარი და ბოლოს მდოგვის ფხვნილი.

საფეხური

droplet

2

chef
პარალელურად, მოვხარშოთ მაკარონი. ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით მაკარონი გვჭირდება, ეს კლასიკური პასტის ნაირსახეობაა. მაკარონი მოვხარშოთ ალ-დენტე, რაც ნიშნავს იმას, რომ პასტა უნდა ვხარშოთ შეკვრაზე მითითებულ დროზე 1-2 წუთით ნაკლები.

სერვირება

droplet

3

chef
ცხელი პასტა გადავწუროთ, მოვასხათ სოუსი, კარგად ამოვურიოთ და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში. პასტას მოვაყაროთ საფანელი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი. მივირთვათ ცხელი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone