• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

თევზი და კარტოფილი ინგლისურად (იორკშირული რეცეპტი)

ინგლისში ეს კერძი ძირითადად ვირთევზათი კეთდება, ხანდახან მინტაის სახეობის თევზით, მაგრამ კამბალათი ყველაზე გემრიელია. ცომი, რომელშიც კამბალის ფილე ევლება თევზის არომატს გაქცევის საშუალებას არ აძლევს და არომატებს ცომის მასაში აკონცენტრირებს. მარტივად, ეს არის თევზის მოყვარულის სამოთხე. 

თევზი და კარტოფილი ინგლისურად (იორკშირული რეცეპტი)

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

თევზი და კარტოფილი ინგლისურად (იორკშირული რეცეპტი)

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კამბალა

1 /2 ცალი

ფქვილი

125 გრამი

სოდა

1.5 გრამი

შავი ლუდი

140 მილილიტრი

ლიმონის წვენი

5 მილილიტრი

წითელი კარტოფილი

1.5 ცალი

ორეგანო

1 გრამი

სალბი

0.5 გრამი

მჟავე კიტრი

25 გრამი

ძმარი

1 მილილიტრი

კაპერსი

5 გრამი

დიჟონური მდოგვი

7.5 გრამი

მაიონეზი

45 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში, ამოვჭრათ თევზის ფილე - მარტივი პროცესია, კამბალას 4 ფილე აქვს და სქელი ფხები.

საფეხური

droplet

2

chef
ცომისთვის 250 გრ. ფქვილი მოვათავსოთ დიდ ღრმა ჭურჭელში, დავუმატოთ დაახლოებით 280 მლ. ლუდი, 1 გრ. მარილი და 3 გრ. სოდა. კარგად მოვურიოთ, რომ მასა იყოს თხევადი და ერთგვაროვანი.

საფეხური

droplet

3

chef
თევზს მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ სალბი და ცოტა მარილი. 5 წუთის შემდეგ ამოვავლოთ ცომში. შევჭვათ 170 გრადუსმდე გაცხელებულ ზეთში, მუქად გაოქროსფრებამდე.

საფეხური

droplet

4

chef
პარალელურად ვაკეთებთ ტარტარის სოუსს. ვჭრიდ წვრილად მჟავე კიტრსა და კაპერსს, ვუმატებთ მდოგვს, ძმარს და მაიონეზსს. ვურევთ კარგად და ვაცივებთ მაცივარში.

საფეხური

droplet

5

chef
გარნირად ვაკეთებთ კარტოფილს. ვიღებთ წითელ კანიან კარტოფილს. ნორლანდის სახეობის წითლი კარტოფილი საქართველოში გავრცელდა, რაც საშუალებას გვაძლევს სასიამოვნო ტექსტურის ფრი-ს ტიპის კარტოფილი გავაკეთოთ. პირველი რიგში, კარტოფილი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. დაჭრილი კარტოფილი მოვხარშოთ ისე, რომ არ დაიშალოს და სიმყარე შეინარჩუნოს. შემდეგ, კარტოფილი მაცივარში გავაცივოთ. კარტოფილი გაიკეთებს სახამებლის გარსს, რაც შეწვისთვის კარგი ტექსტურის საწინდარია. კარტოფილიც შევწვათ ზეთში დაახლოებით 180 გრადუსზე.

სერვირება

droplet

6

chef
სერვირებისთვის, დავაყაროთ თეფშზე თევზი და კარტოფილი. ჩავაწოთ სოუსში ჭამის წინ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone