Search
ან
გოგრის დესერტი
60+ წუთი
ადვილი
0-200 კკალ

მარტივი და გემრიელი, გოგრის დესერტის რეცეპტი. ახალი და უჩვეულო არაფერია, პირიქით, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ინგრედიენტები დაგვჭირდება. 

ინგრედიენტები
1 1 კგ. გოგრა (მატილდას ჯიში,მოგრძო მსხლი ფორმის)
300 300 გრ. ფორთოხალი
200 200 გრ. შაქარი
50 50 გრ. ლიმონი
1 1 ჩხირი დარიჩინი
3 3 მარცვალი ილი
1 1 ანისის ვარსკვლავი
60 60 მლ. ბრენდი
30 30 გრ. ფსტა
30 30 გრ. ნუში
150 150 გრ. ნაყინი
საფეხური 1
გაასუფთქავეთ გოგრა კანისგან და თესლებისგან. დაჭერით სასურველ ზომებად და ფორმებად, მაგრამ გაითვალისწინეთ, აუცილებლად ერთი ზომის უნდა იყოს, რომ ერთდროულად მომზადდეს. მოვამზადოთ სიროფი - ჩამოვხეხოთ ფორთოხლის ცედრა, დავჭრათ დიდ ნაჭრებად ფორთოხალი და ლიმონი. მოვათავსოთ ქვაბში ანისის ვარკვლავთან დარიჩინთან და ილთან ერთად.
საფეხური 2
წამოვადუღოთ, ოდნავ შევაგრილოთ, ჩავდოთ სიროფში დაჭრილი გოგრა და დავაბრუნოთ ცეცხლზე გოგრის მომზადებამდე. გადმოღებამდე 2 წუთით ადრე ჩავამატოთ ბრენდი. შევაგრილოთ.

სერვირება

სერვირებისას დავადოთ გოგრას 1 ბურთულა ნაყინი. მოვასხათ სიროფი, მოვაყაროთ დაკეპილი ფსტა და ნუში.

ექსპერტის რჩევები

რჩევები

 თუ გსურთ, გოგრა ლამაზ ფორმებად დაჭრათ (გული, ვარსკვლავი და ა.შ.) უმჯობესია  ზედა ნაწილი გამოიყენოთ, რომელიც ერთიანია.