Search
Or
Gnocchi con lardo et pesca
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
1 1 კგ. კარტოფილი
2 2 ატამი
250 250 გრ. ფქვილი
250 250 გრ. ბეკონი
50 50 გრ. ლურჯი ყველი
2 2 კვერცხი
4 4 ნაჭერი პროშუტო
180 180 გრ. კარაქი
50 50 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
5 5 გრ. დაფქული მუსკატი
250 250 მლ. ქათმის ბულიონი
3 3 ფოთოლი სალბი
50 50 გრ. ქამა სოკო
1 1 კბილი ნიორი
1 1 ლიმონი
1 1 ხახვი
100 100 გრ. შაქარი
step 1
მოამზადეთ ბულიონი - მოთუშეთ ხახვი, ნიორი, სოკო, პროშუტო და ლიმონის ცედრა. დაამატეთ ქათმის ბულიონი, ღვინო და ლურჯი ყველი.
step 2
დაალაგეთ გაუთლელი კარტოფილი მარილის ბალიშზე და შედგით ღუმელში 1 საათით. ცხელი კარტოფილი გათალეთ და გააკეთეთ პიურე. 500 გრამ პიურეს ესაჭიროება ერთი კვერცხი. იმისთვის, რომ თქვენი ნიოკი ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს, 500 გრამ პიურეს უნდა დაამატოთ ზუსტად 120 გრამი ფქვილი. მოზილეთ ცომი, დაამატეთ დაფქული მუსკატი.
step 3
გააკეთეთ ცომის გრძელი, მრგვალი ზოლი. დაჭერით პატარა ნაწილებად და მიეცით ნიოკის ფორმა.
step 4
მოხარშეთ მარილიან, ადუღებულ წყალში დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ბულიონი, გაათბეთ, დაამატეთ კარაქი და ათხვიფეთ ბლენდერში. შეწვით ღუმელში ხრაშუნა ბეკონი.
step 5
გათალეთ ატამი. ჩადეთ ჯამში, დაასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მოაყარეთ შაქარი. დაახლოებით 100 გრამი. მოათავსეთ ვაკუუმის პარკში, ამოტუმბეთ ჰაერი და დატოვეთ რამდენიმე საათი. თუ სახლის პირობებში ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ჯამს გადააკრათ საკვები ცელოფანი ისე, რომ ჰაერი არ შედიოდეს და მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. გააგრილეთ ისე, რომ არ მოხსნათ ცელოფანი.

How To Serve

დაალაგეთ ნიოკი თეფშზე, მოასხით სოუსი, დაადეთ ხრაშუნა ბეკონი, ატამი და მწვანე ხახვი.