• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ვაშლისა და კენკრის ტარტი

ვაშლისა და კენკრის ტარტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

თამარ სორდია

რეცეპტის ავტორი

თამარ სორდია

ვაშლისა და კენკრის ტარტი

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი

150 გრამი

გამაფხვიერებელი

3 გრამი

დაფქული შაქარი

35 გრამი

ვანილის ჩხირი

1 ცალი

კარაქი

140 გრამი

კვერცხის გული

30 გრამი

ნუშის ფქვილი

25 გრამი

მარილი

1 გრამი

გულსართი:

წითელი ვაშლი (საშუალო ზომის)

2 ცალი

ყვავილების თაფლი ან აგავის წვენი

2 სუფრის კოვზი

სიმინდის სახამებელი

4 გრამი

ვანილის ჩხირი

1 /2 ცალი

მოცხარი ან ჟოლო

55 გრამი

კრემი

კვერცხი

1 ცალი

დაფქული შაქარი

75 გრამი

რძე

25 მილილიტრი

ნაღები

25 მილილიტრი

ნუშის ფქვილი

25 გრამი

კარაქი

55 გრამი

მერენგა

კვერცხის ცილა

1 ცალი

წყალი

19 მილილიტრი

შაქარი

63 გრამი

ტოტი პიტნა (მხოლოდ ფოთლები)

1 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

ფხვიერი ცომი მოათავსეთ ღრმა ჯამში ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის თესლები, დაფქული შაქარი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. მოზილეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. დაამატეთ კვერცხის გული და კიდევ ერთხელ მოზილეთ. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და დატოვეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით (უმჯობესია მთელი ღამით).
გააბრტყელეთ ცომი 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე. ამოჭერით 20-22 სმ.-ის დიამეტრის წრე და მოათავსეთ ტარტის ფორმაში. ამოუყვანეთ კიდეები. დაჩხვლიტეთ ძირი ჩანგლით და მოათავსეთ მაცივარში 30-60 წუთით.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ცომს გადააკარით სათანადოდ დაკუჭული პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ მთლიანად დაფაროს კუთხეებიც კი. ზემოდან დაადეთ ტვირთი - ბრინჯი ან ლობიო. გამოაცხვეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ აიღეთ ტვირთი და შედგით ცომი ღუმელში კიდევ 10 წუთით.

საფეხური

droplet

2

chef

ვაშლის გულსართი შეგიძლიათ გააკეთოთ ორი ხერხით - მოათავსოთ ვაკუუმში და მოხარშოთ ან მოათავსოთ შუშის ჯამში, გადააკრათ საკვები ცელოფანი და შედგათ მიკროტალღურ ღუმელში. დაჭერით ვაშლი ოთხკუთხედებად ისე, რომ ვერ მოასწროს გაშავება.
მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ ვანილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და გადააკარით ჯამს საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა ისე, რომ არც ერთი მხრიდან არ შედიოდეს ჰაერი. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 5-6 წუთით. გააგრილეთ ისე, რომ არ მოხსნათ ცელოფანი.

საფეხური

droplet

3

chef

პიტნის იტალიური მერენგა (ბეზე) გააცხელეთ წყალი და შაქარი 117 გრადუსამდე. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, მიქსერის გაუჩერებლად ნელ-ნელა დაამატეთ შაქრის სიროფი. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე. ბოლოს დაამატეთ დაკებილი პიტნა.

საფეხური

droplet

4

chef

კრემი გაალღვეთ კარაქი ტაფაზე მანამ, სანამ იგი არ გახდება ყავისფერი. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ რძე, ნაღები და ნუშის ფქვილი.
ბოლოს დაამატეთ გადაწურული კარაქი და კარგად მოურიეთ.

სერვირება

droplet

5

chef

აწყობა გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ტარტის ძირზე დაალაგეთ ვაშლი, ზემოდან მოათავსეთ კენკრა და კრემი. შედგით ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.
გამოიღეთ, დაადეთ მერენგა და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 10-15 წუთით. გააგრილეთ ტარტი ოთახის ტემპერატურამდე.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone