Search
Or
ატმისა და ფსტის ტარტი
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
310 310 გრ. ფქვილი
270 270 გრ. კარაქი
95 95 გრ. დაფქული შაქარი
150 150 გრ. დაფქული ნუში
170 170 გრ. კვერცხი
120 120 გრ. შაქარი
40 40 გრ. ფსტის პასტა
300 300 გრ. ატამი
step 1
ვამზადებთ ფხვიერ ცომს - გააერთიანეთ მშრალი ინგრედიენტები: 250 გრ. ფქვილი, 95 გრ. დაფქული შაქარი, 30 გრ. დაფქული ნუში და 3 გრ. მარილი. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, გადაურიეთ კომბაინში, ხელით ან დანით. დაამატეთ ერთი კვერცხი და მოზილეთ ცომი.
step 2
გააბრტყელეთ ორ საცბობ ქაღალდს შორის და გააცივეთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთხელ გააბრტყელეთ 2-3 მმ. სისქემდე, მოათავსეთ ფორმაში. გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსამდე, დაიმახსოვრეთ, ტარტის ძირი არ უნდა გამოცხვეს ბოლომდე.
step 3
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გადაურიეთ 120 გრამი რბილი კარაქი და 120 გრამი შაქარი, შეეცადეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. დაამატეთ 110 გრამი კვერცხი, 120 გრამი დაფქული ნუში, 40 გრამი ფსტის პასტა, როზმარინი - სურვილისამებრ. კარგად მოურიეთ მიღებულ მასას (არ ათქვიფოთ!). ბოლოს დაამატეთ 60 გრამი გაცრილი ფქვილი.
step 4
მოათავსეთ კრემი ნახევრად გამომცხვარ ტარტის ძირზე ისე, რომ ნახევრამდე დაფაროს, გაასწორეთ ზედაპირი, დაადეთ შაქარმოყრილი, დაჭრილ ატმის ნაჭრები. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.

How To Serve

გააფორმეთ დაფქული შაქრითა და დაჭრილი ფსტით.