მიყვარს ზღვის პროდუქტი, მითუმეტეს ისეთი ზღვის პროდუქტი, რომელიც შავ ზღვაშია, მაგრამ, რატომღაც, მასზე არავინ თევზაობს. ვამბობ არავინ, თუმცა ვგულლისხმობ ქართველებს, თორემ თურქები მშვენივრად თევზაობენ ზღვის ქორჭილაზეც, ლეშაზე და სარღანზე.
ხოდა, ითევზვეს თურქებმა სიბასზე, გამოუშვეს საქართველოში, ჩვენ კი ვიყიდეთ და ვაკეთებთ კერძს.
2
2
ზღვის ქორჭილა
15
15
გრ.
ლიმონი
300
300
გრ.
ჯონჯოლი
200
200
მლ.
კახური ზეთი
2
2
დიჟონის მდოგვი
20
20
გრ.
ოხრახუში
40
40
გრ.
ხახვი
150
150
მლ.
ვაშლის ძმარი
150
150
მლ.
არაყი
400
400
გრ.
ისპანახი
1
1
მწიკვი
შაქარი
10
10
გრ.
ფქვილი
10
10
გრ.
ხმელი ქინძი
ფილირებულ თევზს ვდებთ მარინადში 15 წუთით. მარინადი - 150 მლ. არაყი, 100 მლ. ძმარი, 50 მლ. კახური ზეთი, 5 გრამი მარილი, 10 გრამი შაქარი.
მარინადიდან ამოღებულ თევზს დავფქვილავთ მხოლოდ კანის მხრიდან და შევწვავთ ბევრ ზეთში ტაფაზე, ისე რომ თევზი არ ამოვატრიალოთ. პარალელურად, ტაფაზე დაგროვებული ზეთი, კოვზით მოვასხათ თევზს, რომ ზემოდანაც შეიწვას.
პარალელურად, ფინჯანში ჩავასხაღ 2 სუფრის კოვზი ძმარი, 2 ჩაის კოვზი მდოგვი და დავიწყოთ მორევა სათქვეფით, ნელ-ნელა დავამატოთ 100 მლ. კახური ზეთი და სტაბილურად ვურიოთ. რაც უფრო მეტ ზეთს დავამატებთ, მით უფრო სქელი გამოვა მაიონეზი. ბოლოს დავამატოთ ერთი მწიკვი მარილი და ამოვურიოთ. მიღებული მაიონეზი დავამატოთ ჯონჯოლს.
ზოგადად 100 მლ. ყოფნის 500 გრ. ჯონჯოლს.
მესამე კომპონენტი არის ისპანახი, რომელიც უნდა მოვწალოთ 2 წუთით, გავაციოთ ცივ წყალში და გავწუროთ. შემდეგ დავკეპოთ, დავამატოთ 20 მლ. კახური ზეთი, 5-7 გრამი მშრალი ქინძი და 40 გრამი წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვი.
სერვირება
სერვირებისთვის, მოვათავსოთ ჯონჯოლი და ისპანახი თეფშზე, ზემოდან დავადოთ თევზი, მოვასხათ დარჩენილი მაიონეზი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი