• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლეღვის ტორტი

მარტივი და გემრიელი ტორტი ლეღვის მოყვარულთათვის. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს - სურვილისამებრ ჩაანაცვლეთ ლეღვი სხვა სასურველი ხილით. მოცემული რეცეპტი გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ უნიკალური დესერტის სხვადასხვა ვარიაცია. 

ლეღვის ტორტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

თამარ სორდია

რეცეპტის ავტორი

თამარ სორდია

ლეღვის ტორტი

ინგრედიენტები

კვერცხი

8 ცალი

ფქვილი

440 გრამი

კარაქი

265 გრამი

მარილი

10 გრამი

დაფქული შაქარი

245 გრამი

ნუში დაფქული

370 გრამი

შაქარი

155 გრამი

ჟელატინის ფირფიტა

45 გრამი

ნაღები (33-35%)

100 მილილიტრი

რძე

150 მილილიტრი

ლეღვის პიურე

500 გრამი

ალუბლის ან ყურძნის წვენი

180 მილილიტრი

ვანილის ჩხირი

1 ცალი

დარიჩინის ჩხირი

10 გრამი

ანისის ვარსკვლავი

10 გრამი

ლიმონი

1 ცალი

ფორთოხალი

1 ცალი

მოცვი

50 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ფხვიერი ცომი: გავცრათ 440 გრამი ფქვილი და დავუმატოთ 60 გრამი დაფქული ნუში. 265 გრამი კარაქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავყაროთ ფქვილში. ოდნავ გადავზილოთ, ცომი უნდა იყოს ფხვიერი და არა შეკრული. დავუმატოთ 2 კვერცხი, 10 გრამი მარილი და 165 გრამი შაქრის ფხვნილი. ოდნავ მოვზილოთ ცომის გაერთიანებამდე. შევფუთოთ პლასტიკში და დავასვენოთ მაცივარში 2-3 საათით, უკეთესია მთელი ღამით. გავაცხელოთ ღუმელი 150 გრადუსამდე. გავაბრტყელოთ ცომი 2 მმ-მდე, ამოვჭრათ ყალიბით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. გამოვაცხოთ 20 წუთი. შემდეგ კარგად გავაცივოთ.

საფეხური

droplet

2

chef
ნუშის მუსი: ჩავალბოთ 15 გრამი ჟელატინის ფირფიტა ცივ წყალში. ქვაბში მოვათავსოთ 150 მლ. რძე, 30 გრამი დაფქული ნუში, 20 გრამი შაქარი. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ თითქმის ადუღებამდე. გადმოვდგათ, დავამატოთ გაწურული ჟელატინი, კარგად გავხსნათ და გავაცივოთ 30 გრადუსამდე. კარგად ავთქვიფოთ 100 ნაღები. დელიკატურად შევურიოთ ამოყვანილი ნაღები ნუშის რძეს და დავასხათ გამომცხვარ ფხვიერ ძირს. შევდგათ საყინულეში იქამდე, სანამ ვამზადებთ ბისკვიტს.

საფეხური

droplet

3

chef
გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსამდე. გავცრათ 280 გრამი დაფქული ნუში და შაქრის ფხვნილი. 6 კვერცხის ცილა შაქართან (ნელნელა ვამატებთ) ავთქვიფოთ და ამოვიყვანოთ მყარი მერინგა (ბეზე). ამოყვანილ ცილას ძალიან ფრთხილად შევურიოთ ნუშის ფქვილი. ბისკვიტის ცომი დავასხათ საცხობ სილიკონზე ან პერგამენტის ქაღალდზე. კარგად გავშალოთ, სიმაღლე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 სმ. გამოვაცხოთ 7-8 წ. გამზადებული ბისკვიტი კარგად გავაცივოთ.

საფეხური

droplet

4

chef
ლეღვის ჟელე: ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში. ქვაბში მოვათავსოთ 500გ მწიფე ლეღვის პიურე (ან სხვა სასურველი ხილი), 180 გრ. ყურძნის ან ალუბლის წვენი, 35 გრ. შაქარი, 1 ვანილის ჩხილი ან 5 გრ. ვანილი, 10 გრ. დარიჩინის ჩხირი, 10 გრ. ანისის ვარსკვლავი, 40 გრ. ლიმონი (1 ცალი) 50 გრ. ფორთოხალი (1 ცალი) და 50 გრ. მოცვი მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ. დავაფაროთ თავსახური და 30 წუთით დავასვენოთ. შემდეგ ამოვიღოთ ანისი, დარიჩინი, ვანილის ჩხირი (თუ ვიხმარეთ). გავწუროთ ჟელატინი და დავამატოთ თბილ მასაში,მოვურიოთ სანამ კარგად არ გაიხსნება.

საფეხური

droplet

5

chef
ნუშის მუსს ზემოდან დავადოთ ბისკვიტი. ლეღვის ჟელე დავასხათ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით.

სერვირება

droplet

6

chef
დავჭრათ ცხელი დანით. გავაფორმოთ ლეღვით და მოცვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone