• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

აფხაზურა

ტრადიციულ ქართულ კერძებში სიმჟავისთვის, როგორც წესი, ბროწეულს იყენებენ. სეზონიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი მოვაწყო და წითელი მოცხარი გამოვიყენო. ბროწეულის ჩანაცვლება ასევე შესაძლებელია კოწახურით - არჩევანი თქვენზეა! 

აფხაზურა

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

გიორგი იოსავა

რეცეპტის ავტორი

გიორგი იოსავა

აფხაზურა

ინგრედიენტები

ქონდარი

0.1 გრამი

ღორის ბადექონი

400 გრამი

წითელი მოცხარი

100 გრამი

ნიორი

4 კბილი

ხახვი

100 გრამი

ღორის ხორცი

300 გრამი

საქონლის ხორცი

700 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

გავატაროთ ხორცი საკეპ მანქანაში, დავამატოთ ქონდარი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. მარილი და დაღერღილი წიწაკა - გემოვნებით. წითელი მოცხარი დავამატოთ უკვე მზა ფარშს და ფრთხილად გადავურიოთ, ისე, რომ მარცვლები არ გასკდეს.

საფეხური

droplet

2

chef

დავაგუნდაოთ ფარში დაახლოებით 200 გრამიან გუნდებად, შევახვიოთ ბადექონში და ოდნავ დავაბრტყელოთ.

საფეხური

droplet

3

chef

შევწვათ აფხაზურა გრილზე ან ტაფაზე.

სერვირება

droplet

4

chef

აფხაზურა საკმაოდ ცხიმიანი კერძია, ამიტომ იდეალურად უხდება ბორჯომს!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone