წიწმატის უნიკალური თვისებები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში აღმოაჩინეს. მისი რეგულარული მოხმარებით არაერთ დაავადებას კურნავენ. წიწმატი წმენს სისხლს და ათავისუფლებს ორგანიზმს შლაკებისგან. მას ხშირად იყენებენ დეპრესიის და უძილობის დროს. იგი შეიცავს A, E, C, K, D, B და PP ვიტამინებს. აგრეთვე - იოდს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას.
200
200
გრ.
წიწმატი
50
50
გრ.
ოხრახუში
50
50
გრ.
ქინძი
1
1
ავოკადო
2
2
მწვანე ბულგარული წიწაკა
2
2
კიტრი
2
2
კივი
70
70
გრ.
გარჩეული მზესუმზირა
100
100
მლ.
ზეითუნის ზეთი
1
1
ლიმონი
1
1
ჩაის კოვზი
შაქრის ფხვნილი
1
1
მწიკვი
დაფქული დარიჩინი
1
1
ჩაის კოვზი
სეზამის ზეთი
კიტრი, კივი და მწვანე ბულგარული დაჭერით პატარა, თანაბარ ნაჭრებად. აგრეთვე დაჭერით ქინძი და ოხრახუში, ავოკადო კი ბოლოსთვის მოიტოვეთ და ლიმონის წვენი მოასხით, რომ არ გაშავდეს. მოათავსეთ ინგრედიენტები ჯამში.
სოუსის მოსამზადებლად პატარა ჯამში შეაზავეთ ზეითუნის ზეთი, სეზამის ზეთი, ლიმონის წვენი, შაქრის ფხვნილი და დაფქული დარიჩინი.
მოასხით გამზადებული სოუსი ბოსტნეულსა და წიწმატს. მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები.
სერვირება
სალათი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც აპეტაიზერი, მადის გასაუმჯობესებლად კი აუცილებლად დააყოლეთ ბორჯომი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი